ყანჩაეთი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
ერთი მათგანია წმ. გიორგის ტაძარი არმაზში 864 წლით დათარიღებული სამშენებლო წარწერით, მეორე − წირქოლის ტაძარი – VIII საუკუნის ქართული არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუში, მესამე – კაბენის ანუ ყანჩაეთის მონასტრის ძირითადი, უძველესი ნაწილი, რომლის აგება ცოტათი წინ უნდა უსწრებდეს წირქოლს. | ერთი მათგანია წმ. გიორგის ტაძარი არმაზში 864 წლით დათარიღებული სამშენებლო წარწერით, მეორე − წირქოლის ტაძარი – VIII საუკუნის ქართული არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუში, მესამე – კაბენის ანუ ყანჩაეთის მონასტრის ძირითადი, უძველესი ნაწილი, რომლის აგება ცოტათი წინ უნდა უსწრებდეს წირქოლს. | ||
| + | |||
| + | ყანჩაეთის კაბენის ეკლესია, მდიდარია ჩუქურთმებით და მოხატულობით. ეკლესია დაზიანებულია, 2008 წლამდე ნაწილობრივ რესტავრირებულია და ფრესკების ნაწილი ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი. | ||
| + | |||
მიმდინარე ცვლილება 17:58, 17 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
ყანჩაეთი − სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ბოლის თემი), მდინარე ყანჩაურისხევის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1000 მ, ახალგორიდან 6 კმ.
სოფელ ყანჩაეთის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა სამკურნალო მინერალური წყარო, რომელიც შუა სოფელში გამოდის და ვეძა ეწოდება. წყაროზე აბანოა აგებული. აქ სამკურნალოდ ქსნის ხეობის შორეული კუთხეებიდანაც კი მოდიან.
ყანჩაურას გასდევს ქსნისა და ლეხურის ხეობების შემაერთებელი უმოკლესი გზა, რომელიც სოფელ ყანჩაეთისა და არმაზის გავლით ზახორში ჩადის. ყველა ამ ფაქტორს ქსნის ხეობის სამიწათმოქმედო ნაწილის შუაგულში მდებარეობას, ინტენსიური მიწათმოქმედების განვითარებისათვის უაღრესად ხელსაყრელი პირობებეს არსებობას, კერძოდ მიწების მორწყვის სიადვილეს, ხეობის კარგად დაცულობას, მასზე გამავალ ეკონომიურად მნიშვნელოვან გზას და, თუნდაც, მინერალურ წყაროსაც კი არ შეიძლებოდა ძველთაგანვე ხელი არ შეეწყო ყანჩაურას ხეობის დაწინაურებისათვის, და მართლაც ეს ხეობა წარსულში საკმაოდ დაწინაურებული ჩანს, თუ კი ვიმსჯელებთ მიწისზედა და მიწისქვეშა ისტორიული ძეგლების სიმდიდრით, რითაც გამოირჩევა სოფელ ყანჩაეთის მიდამოები თვით ამ მხრივ სახელგანთქმულ ქსნის ხეობაშიც კი.
სოფელ ყანჩაეთის მიდამოებში დგას VIII და IX საუკუნეების სამი თვალსაჩინო არქიტექტურელი ძეგლი, რომლებსაც აკადემიკოსი გ. ნ. ჩუბინამვილი ქართული არქიტექტურის სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებად თვლის.
ერთი მათგანია წმ. გიორგის ტაძარი არმაზში 864 წლით დათარიღებული სამშენებლო წარწერით, მეორე − წირქოლის ტაძარი – VIII საუკუნის ქართული არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუში, მესამე – კაბენის ანუ ყანჩაეთის მონასტრის ძირითადი, უძველესი ნაწილი, რომლის აგება ცოტათი წინ უნდა უსწრებდეს წირქოლს.
ყანჩაეთის კაბენის ეკლესია, მდიდარია ჩუქურთმებით და მოხატულობით. ეკლესია დაზიანებულია, 2008 წლამდე ნაწილობრივ რესტავრირებულია და ფრესკების ნაწილი ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი.