ღიმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ღიმი''' – (Paxillus atrotomentosus (Fr.)). solo ===== მსხვილი ღიმი ===== 5-15 (30) სმ სიგანის ქუდ...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ღიმი''' – (Paxillus atrotomentosus (Fr.)). solo
+
'''ღიმი''' – (Paxillus atrotomentosus (Fr.)). – სოკო
  
 
===== მსხვილი ღიმი =====
 
===== მსხვილი ღიმი =====
ხაზი 19: ხაზი 19:
  
 
[[კატეგორია:სოკოები]]  
 
[[კატეგორია:სოკოები]]  
 +
[[კატეგორია:პირობითად საჭმელი სოკოები]]
 
[[კატეგორია: შხამიანი სოკოები]]
 
[[კატეგორია: შხამიანი სოკოები]]

მიმდინარე ცვლილება 21:04, 17 ნოემბერი 2025 მდგომარეობით

ღიმი – (Paxillus atrotomentosus (Fr.)). – სოკო

[რედაქტირება] მსხვილი ღიმი

5-15 (30) სმ სიგანის ქუდი ამობურცულია. სქელი, ექსცენტრიულ ფეხიანი ენისებრია, იმვიათად თითქმის ბრტყელი, მშრალი, ხავერდოვანი ან ტყავისებრ გლუვი, ძირს გადაგრეხილი ნაპირებით, ჟანგმიწისფერ-ყავისფერი ან ზეთისხილისფერ-ყავისფერი, ზოგჯერ დახეთქილია. ფირფიტები ჟანგისფერ-ყვითელია, ფეხზე დაღმავალი, ფეხის მახლობლად ანასტომოზირებულია (ტიზრებიანია).

ფეხის სიმაღლე 5-8 სმ, სიმსხო კი 2-3 სმ, ქუდზე გვერდიდანაა მიმაგრებული, ექსცენტრიული ან ცენტრალური, ცილინდრული ან ფუძესთან გამსხვილებული, მკვრივი, ხავერდოვან-ქერცლოვანი, შავ-ყავისფერი.

რბილობი რამდენადმე მშრალი, ფაშარქსოვილიანი, მოყვითალო ან ღია მურაფერის, რამდენადმე ცხარე, გადანაჭერზე მუქდება. სპორების ფხვნილი ყვითელ-მოყავისფროად, თვით სპორები კი ცალ-ცალკე ღია ყვითელ-მოყავისფრო.

იზრდება ზაფხულსა და შემოდგომაზე, წიწვოვანი ჯიშების, განსაკუთრებით ფიჭვისა და ნაძვის ჯირკებსა და ფესვებზე, აგრეთვე დამპალ ღეროებზეც.

მსხვილი ღიმი დღემდე არაშხამიან, თუმცა დაბალხარისხოვან სოკოდ ითვლება. მისი დამახასიათებელი თავისებურებიდან აღსანიშნავია მსხვილი ფეხის ქუდთან ექსცენტრიული მიმაგრება.

[რედაქტირება] წვრილი ღიმი

ჩვენში ეს სოკო პოპულარული არაა, მდარე ხარისხის საჭმელი სოკოა. მისი გვარის მეორე წარმომადგენელია წვრილი ღიმი. ადრე საჭმელ, მაგრამ დაბალი ხარისხის სოკოდ ითვლებოდა. ამ სოკოს მიზეზით რამდენიმე ადამიანის დაღუპვის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მისი რამდენჯერმე გამოყენებით ადამიანის სისხლში სპეციალური ანტისხეული (აგლუტინინი) წარმოიშობა, რომელიც სოკოს ანტისხეულებზე რეაგირებს. აგლუტინინი იმდენი რაოდენობით გროვდება, რომ შლის არა მარტო სოკოს ანტისხეულებს, არამედ ადამიანის სისხლის წითელ ბურთულებსაც. ამიტომ მოწამვლის შედეგები შეიძლება სრულიად განუსაზღვრელ დროში გამოვლინდეს, რამდენიმე წლის შემდეგაც კი. ღიმის აქ განხილული ორივე სახეობა საჭმელად არ გამოიყენება.

[რედაქტირება] წყარო

სოკოები: გამოყენება და კულტივირების ტექნოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები