თოხათელოვი ისაკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თოხათელოვი ისაკ“ გადაიტანა გვერდზე „ისაკ თოხათელოვი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ისაკ თოხათელოვი“ გადაიტანა გვერდზე „თოხათელოვი ისაკ“ გადამის...)

22:30, 19 ნოემბერი 2025-ის ვერსია

ისაკ არტემის ძე თოხათელოვი − (08.02.1853 – 19.10.1918), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (06.12.1910).

დაიბადა ტფილისში. დაამთავრა ტფილისის რეალური სასწავლებელი 1873 წელს და კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი (I თანრიგით) 1875 წელს. სამხედრო სამსახური დაიწყო ახალციხის საციხოვნო არტილერიაში. მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-თურქეთის ომში.

1884-1896 წლებში მეთაურობდა ასეულს.

1896-1898 წლებში მეთაურობდა მიხეილის საციხოვნო არტილერიის I ბატალიონს (ქ. ბათომი).

1898 წელს დაინიშნა ქერჩის საციხოვნო არტილერიის პრაქტიკული მეცადინეობების უფროსად.

1898-1906 წლებში მსახურობდა კვანტუნის საციხოვნო არტილერიის პრაქტიკული მეცადინეობების უფროსად.

მონაწილეობდა რუსეთის არმიის 1900-1901 წლების ჩინეთის ლაშქრობაში და 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში. ომის დროს თავისი პირადი შემადგენლობით ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს.

1906 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1906 წელს დაინიშნა ვიბორგის საციხოვნო არტილერიის მეთაურად.

1906 წლის ოქტომბერში დაინიშნა ვლადივოსტოკის საციხოვნო მე-2 საარტილერიო ბრიგადის მეთაურად.

1906 წლიდან ცხოვრობდა სანქტ-პეტერბურგში.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო სამხედრო ორდენის IV ხარ. წარჩინების ნიშნით (1878), წმ. გიორგის IV ხარ.(1904 წლის 24 ოქტომბერი), და რუსეთის ორდენებით:
წმ. სტანისლავის III 1888) და II ხარ. (1894),
წმ. ანას II ხარ.(1883),
წმ. ვლადიმერის III ხარ.(1901).

მიღებული ჰქონდა რიგი უცხოეთის ჯილდოებისა.

დაიღუპა ქ. პიატიგორსკში, 1918 წლის 19 ოქტომბერს „წითელი ტერორის“ დროს.

წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები