თოხათელოვი ისაკ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ისაკ თოხათელოვი“ გადაიტანა გვერდზე „თოხათელოვი ისაკ“ გადამის...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Isak toxatelovi.PNG|thumb|ისაკ თოხათელოვი ]] | ||
'''ისაკ არტემის ძე თოხათელოვი''' − (08.02.1853 – 19.10.1918), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (06.12.1910). | '''ისაკ არტემის ძე თოხათელოვი''' − (08.02.1853 – 19.10.1918), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (06.12.1910). | ||
მიმდინარე ცვლილება 22:32, 19 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
ისაკ არტემის ძე თოხათელოვი − (08.02.1853 – 19.10.1918), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (06.12.1910).
დაიბადა ტფილისში. დაამთავრა ტფილისის რეალური სასწავლებელი 1873 წელს და კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი (I თანრიგით) 1875 წელს. სამხედრო სამსახური დაიწყო ახალციხის საციხოვნო არტილერიაში. მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-თურქეთის ომში.
1884-1896 წლებში მეთაურობდა ასეულს.
1896-1898 წლებში მეთაურობდა მიხეილის საციხოვნო არტილერიის I ბატალიონს (ქ. ბათომი).
1898 წელს დაინიშნა ქერჩის საციხოვნო არტილერიის პრაქტიკული მეცადინეობების უფროსად.
1898-1906 წლებში მსახურობდა კვანტუნის საციხოვნო არტილერიის პრაქტიკული მეცადინეობების უფროსად.
მონაწილეობდა რუსეთის არმიის 1900-1901 წლების ჩინეთის ლაშქრობაში და 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში. ომის დროს თავისი პირადი შემადგენლობით ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს.
1906 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1906 წელს დაინიშნა ვიბორგის საციხოვნო არტილერიის მეთაურად.
1906 წლის ოქტომბერში დაინიშნა ვლადივოსტოკის საციხოვნო მე-2 საარტილერიო ბრიგადის მეთაურად.
1906 წლიდან ცხოვრობდა სანქტ-პეტერბურგში.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო სამხედრო ორდენის IV ხარ. წარჩინების ნიშნით (1878), წმ. გიორგის IV ხარ.(1904 წლის 24 ოქტომბერი), და რუსეთის ორდენებით:
წმ. სტანისლავის III 1888) და II ხარ. (1894),
წმ. ანას II ხარ.(1883),
წმ. ვლადიმერის III ხარ.(1901).
მიღებული ჰქონდა რიგი უცხოეთის ჯილდოებისა.
დაიღუპა ქ. პიატიგორსკში, 1918 წლის 19 ოქტომბერს „წითელი ტერორის“ დროს.