ლაზარევი ალექსანდრე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლაზარევი ალექსანდრე“ გადაიტანა გვერდზე „ალექსანდრე ლაზარევი“) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Aleqsandre lazarevi.png|thumb|150პქ|ალექსანდრე ლაზარევი ]] | ||
'''ალექსანდრე ივანეს ძე ლაზარევი''' − (06.05.1858-29.01.1913), სომეხი გენერალ-მაიორი (06.12.1910). გენერალ-ლეიტენანტ ივანე ლაზარევის (1820-1879) შვილი. | '''ალექსანდრე ივანეს ძე ლაზარევი''' − (06.05.1858-29.01.1913), სომეხი გენერალ-მაიორი (06.12.1910). გენერალ-ლეიტენანტ ივანე ლაზარევის (1820-1879) შვილი. | ||
მიმდინარე ცვლილება 17:42, 27 ნოემბერი 2025 მდგომარეობით
ალექსანდრე ივანეს ძე ლაზარევი − (06.05.1858-29.01.1913), სომეხი გენერალ-მაიორი (06.12.1910). გენერალ-ლეიტენანტ ივანე ლაზარევის (1820-1879) შვილი.
დაიბადა ტფილისში. დაამთავრა მოსკოვის I სამხედრო გიმნაზია 1876 წელს და ნიკოლოზის კავალერიის სასწავლებელი 1878 წელს (1-ი თანრიგით). მამასთან ერთად მონაწილეობდა რუსეთის ჯარების შუა აზიის ლაშქრობაში (ახალთექეს ექსპედიციაში)
1879 წელს მსახურობდა იმპერატორის სახელის ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში.
1881-1884 წ.წ. მსახურობდა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში იუნკერთა აღმზრდელ-ოფიცრად.
1884-1886 წ.წ. მსახურობდა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელში მე-2 ასეულის აღმზრდელ-ოფიცრად.
1886 წელს მსახურობდა ოფიცრად ელიზავეტპოლის გუბერნიის მაზრის სამხედრო უფროსად.
1886-1887 წ.წ. მსახურობდა ელიზავეტპოლის მაზრის სამხედრო უფროსად.
1887-1893 წ.წ. ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, საარმიო კავალერიაში.
1893-1906 წ.წ. ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებთან.
1904 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1906-1910 წ.წ. მსახურობდა კავკასიის მეფისნაცვალთან სამხედრო-სახალხო მმართველობაში, დავალებათა გენერლად.
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით.
წმ.ანას III ხარ.,
წმ.სტანისლავის II ხარ.(1909),
წმ.ვლადიმერის III ხარ.(1912).
XIX ს.-ს 80-იანი წლების შუა წლებიდან იყო ცნობილი, როგორც ცხენმრეწველი და სპორტსმენი. 25 წლის განმავლობაში იყო მოსკოვის საიმპერატორო საცხენოსნო საზოგადოების უხუცესი და ნამდვილი წევრი, ეკავა ამ საზოგადოებაში არჩევითი თანამდებობები. სიკვდილამდე ცოტა ადრე კენჭს იყრიდა ტფილისის საცხენოსნო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. გარდაიცვალა ტფილისში პლევრიტისგან.
დაკრძალული იყო ტფილისში, სამხედრო პატივით, ვანქის ტაძრის სასაფლაოზე, საგვარეულო აკლდამაში, (ახლ. ათონელის ქ. ტაძარი და სასაფლაო გაანადგურეს საბჭოთა პერიოდში, 1934 წელს. ამჟამად ამ ადგილზე მდებარეობს ქ.თბილისის № 104 საჯარო სომხური სკოლა და გაზეთ „ვრასტანის“ რედაქცია, სკოლა და კულტურის სამინისტრო. ავტ. შენიშვნა).