კითერონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კითერონი''' – ''(ბერძნ.)'' მითოსური მეფე. იგი ბეოტიის ქალაქ პლატ...)
 
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 
[[კატეგორია:ბერძნული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:მითიური მეფეები]]

მიმდინარე ცვლილება 11:58, 30 ივნისი 2017 მდგომარეობით

კითერონი(ბერძნ.) მითოსური მეფე. იგი ბეოტიის ქალაქ პლატეაში იმ მთის მახლობლად ცხოვრობდა, რომელსაც მისი სახელი ერქვა.

სწორედ კითერონის რჩევით დააცხრო ჰერას მძვინვარება ზევსმა, როდესაც თავის ეტლში ტანშემოსილი გოგონას ქანდაკება ჩამალა. ჰერამ თვალი ჰკიდა მეუღლის დამძიმებულ ეტლს და მოულოდნელად თავს წაადგა. როდესაც დარწმუნდა, რომ ამაოდ ეჭვიანობდა ზევსზე, წარსულის ყველა ღალატი დაივიწყა და შეურიგდა დიად მეუღლეს.

თავისი მღვიმეებით ცნობილი კითერონის მთა ერინიათა და წინასწარმეტყველ ნიმფათა თავშესაფარი იყო.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები