პოზოევი ლეონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პოზოევი ლეონ“ გადაიტანა გვერდზე „ლეონ პოზოევი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლეონ პოზოევი“ გადაიტანა გვერდზე „პოზოევი ლეონ“ გადამისამართე...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:25, 28 ნოემბერი 2025 მდგომარეობით

ლეონ ავეტიკას ძე პოზოევი − (06.01.1855- 1918), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (31.05.1913). გენერლებ გ. და რ. პოზოევების ძმა.

დაიბადა ქ. ახალციხეში. დაამთავრა მოსკოვის მე-2 სამხედრო გიმნაზია 1872 წელს და იმავე წელს განაგრძო სწავლა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში, საიდანაც გამოშვებულ იქნა 30-ე საარტილერიო ბრიგადაში 1875 წელს.

მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-თურქეთის და (1904-1905) წლების რუსეთ-იაპონიის ომებში.

1882 წელს გადაყვანილ იქნა 38-ე საარტილერიო ბრიგადაში, ხოლო 1887 წელს, მიხეილის საარტილერიო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მსახურობდა კავკასიის გრენადერთა სააარტილერიო ბრიგადაში.

1893-1895 წლებში მეთაურობდა მორტირთა მე-2 საარტილერიო პოლკის მე-2 ბატარეას.

1895-1897 წლებში მეთაურობდა 27-ე საარტილერიო ბრიგადის მე-3 ბატარეას.

1897-1904 წლებში მსახურობდა თურქესტანის სამხედრო ოლქის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსად.

1904-1906 წლებში მეთაურობდა 41-ე საარტილერიო ბრიგადის 1-ლ დივიზიონს.

1910 წლის 1 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

1906-1907 წლებში მეთაურობდა მე-5 საარტილერიო სარეზერვო ბრიგადის I დივიზიონს.

1907-1910 წლებში მსახურობდა თურქესტანის I საარმიო კორპუსის არტილერიის უფროსად და მეთაურობდა თურქესტანის I საარტილერიო ბრიგადას.

1910-1916 წლებში მსახურობდა თურქესტანის I საარმიო კორპუსის არტილერიის ინსპექტორად.

907 წლის 31 მაისს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

1914-1917 წლებში მსახურობდა თურქესტანის სამხედრო ოლქის არტილერიის ინსპექტორად. მოგვიანებით მსახურობდა წითელ არმიაში.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ოქროს იარაღით (მამაცობისათვის-1905), და რუსეთის ორდენებით.
წმ. სტანისლავის III (მახვილებით და ბაფთით-1879), II (1889) და I ხარ.(1915),
წმ. ანას II ხარ.(1894),
წმ. ვლადიმერის,III (1901) და III ხარ.(მახვილებით-1905).

მონაწილეობდა (1914-1918) წლების პირველ მსოფლიო ომში

[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები