არუთუნიანი ვაგარშაკ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვაგარშაკ არუთუნიანი“ გადაიტანა გვერდზე „არუთუნიანი ვაგარშაკ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ვაგარშაკ ვარნაზის ძე არუთუნიანი''' – (დ. 28 .04. 1956), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (20.09.1996). | '''ვაგარშაკ ვარნაზის ძე არუთუნიანი''' – (დ. 28 .04. 1956), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (20.09.1996). | ||
| − | დაიბადა ქ.ახალქალაქში (საქართველოს სსრ). გენერალ ვიაჩესლავ არუთუნიანის უფროსი ძმაა. | + | დაიბადა ქ. [[ახალქალაქი (ქალაქი ჯავახეთში)|ახალქალაქში]] (საქართველოს სსრ). გენერალ ვიაჩესლავ არუთუნიანის უფროსი ძმაა. |
1978 წელს დაამთავრა კასპიის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი. | 1978 წელს დაამთავრა კასპიის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი. | ||
17:48, 5 დეკემბერი 2025-ის ვერსია
ვაგარშაკ ვარნაზის ძე არუთუნიანი – (დ. 28 .04. 1956), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (20.09.1996).
დაიბადა ქ. ახალქალაქში (საქართველოს სსრ). გენერალ ვიაჩესლავ არუთუნიანის უფროსი ძმაა.
1978 წელს დაამთავრა კასპიის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი.
1991 წელს დაამთავრა ნ. კუზნეცოვის სახ. სამხედრო-საზღვაო აკადემია ქ. ლენინგრადში.
1998 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის აკადემია.
1990 წლამდე მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში. 1991-1992 წლებში იყო სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე.
1992-1994 წლებში იყო დსთ-ს შეიარაღებული გაერთიანებული მთავარსარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე.
1994 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
1994-1999 წლებში იყო სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი დსთ-ს მონაწილე-ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭოში.
1999-2000 წლებში იყო სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი.
2002 წელს შევიდა ოპოზიციურ პარტია „რესპუბლიკაში“ .
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით სამხედრო წოდების დისკრედიტაციისა და ოფიცრის უმაღლესი წოდების შელახვისათვის ჩამოერთვა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.
2019 წელს დაუბრუნეს სამხედრო წოდება.
2020 წელს დაინიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მთავარ სამხედრო მრჩევლად.
2020-2021 წლებში იყო თავდაცვის მინისტრი.
2021 წლის 20 ივლისს დატოვა თანამდებობა.
2022 წელს დაინიშნა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსეთის ფედერაციაში.