სოფელ გნუღის კოშკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გნუღის კოშკი“ გადაიტანა გვერდზე „სოფელ გნუღის კოშკი“ გადამის...) |
|
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 22:34, 8 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
სოფელ გნუღის კოშკი - გვიანი შუა საუკუნეები - სოფლის მიდამოებში მდებარე კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. კოშკის ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია, ჩამონაშალმა ქვებმა იგი მთლიანად ამოქოლა, რის გამოც გეგმა არ იკითხება. კედლები შემორჩენილია 10-15 მეტრის სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოთავსებული. კოშკს სამხრეთიდან მინაშენი ჰქონდა, რომლისგანაც შემორჩენილია დასავლეთი და სამხრეთი კედლის ნაწილები. ტერიტორიაზე ყრია ჩამონაშალი ქვა.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა