სოფელ დვალიანთას კარის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სოფელ დვალიანთას კარის ეკლესია“ გადაიტანა გვერდზე „[[დვალიანთა...)

22:43, 8 დეკემბერი 2025-ის ვერსია

ეკლესიის გეგმა

სოფელ დვალიანთას (დვალიაანთ) კარის ეკლესია - ადრე შუა საუკუნეები - ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფიქალით დუღაბზე. ფასადების კუთხეები ამოყვანილია თლილი ქვის კვადრებით.

დარბაზული ეკლესია გეგმით უაბსიდო სწორკუთხედს წარმოადგენს. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში სწორკუთხა ნიშებია. - კამარა ნახევარცილინდრულია. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. სამხრეთ კედელზე ერთი კრონშტეინია. სამხრეთიდან არქიტრავული შესასვლელია, მასზე ამოკვეთილი მხედრული წარწერა დაზიანების გამო აღარ იკითხება.

ეკლესიის ფასადები სრულიად სადაა. დასავლეთის კეხზე ღია თაღოვანი აგურის სამრეკლოა. საბურავად გამოყენებულია თუნუქი.

ხედი აღოსავლეთიდან






წყარო

შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები