სოფელ დვალიანთას კარის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სოფელ დვალიანთას კარის ეკლესია“ გადაიტანა გვერდზე „[[დვალიანთა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დვალიანთას კარის ეკლესია“ გადაიტანა გვერდზე „[[სოფელ დვალიანთა...) |
მიმდინარე ცვლილება 22:43, 8 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
სოფელ დვალიანთას (დვალიაანთ) კარის ეკლესია - ადრე შუა საუკუნეები - ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფიქალით დუღაბზე. ფასადების კუთხეები ამოყვანილია თლილი ქვის კვადრებით.
დარბაზული ეკლესია გეგმით უაბსიდო სწორკუთხედს წარმოადგენს. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში სწორკუთხა ნიშებია. - კამარა ნახევარცილინდრულია. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. სამხრეთ კედელზე ერთი კრონშტეინია. სამხრეთიდან არქიტრავული შესასვლელია, მასზე ამოკვეთილი მხედრული წარწერა დაზიანების გამო აღარ იკითხება.
ეკლესიის ფასადები სრულიად სადაა. დასავლეთის კეხზე ღია თაღოვანი აგურის სამრეკლოა. საბურავად გამოყენებულია თუნუქი.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა