გოგიტიძე მამუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მამუკა ჯემალის ძე გოგიტიძე''' – (დ.21.11.1963), პოლკოვნიკი (2003) დაიბად...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მამუკა ჯემალის ძე გოგიტიძე''' – (დ.21.11.1963),  პოლკოვნიკი (2003)
+
[[ფაილი:Mamuka gogitiZe.png|thumb|140პქ|მამუკა გოგიტიძე]]
 +
'''მამუკა ჯემალის ძე გოგიტიძე''' – (დ.21.11.1963),  [[ქართველები|ქართველი]] [[პოლკოვნიკი]] (2003)
  
 
დაიბადა ქ. [[თბილისი|თბილისში]] სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. ისტორიის დოქტორი 2006 წლიდან. 42 წელია მსახურობს ძალოვან სტრუქტურებში, მათ შორის 28 წელი თავდაცვის ძალებში. არის თავდაცვის ძალების ვეტერანი.  
 
დაიბადა ქ. [[თბილისი|თბილისში]] სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. ისტორიის დოქტორი 2006 წლიდან. 42 წელია მსახურობს ძალოვან სტრუქტურებში, მათ შორის 28 წელი თავდაცვის ძალებში. არის თავდაცვის ძალების ვეტერანი.  

მიმდინარე ცვლილება 11:30, 9 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

მამუკა გოგიტიძე

მამუკა ჯემალის ძე გოგიტიძე – (დ.21.11.1963), ქართველი პოლკოვნიკი (2003)

დაიბადა ქ. თბილისში სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. ისტორიის დოქტორი 2006 წლიდან. 42 წელია მსახურობს ძალოვან სტრუქტურებში, მათ შორის 28 წელი თავდაცვის ძალებში. არის თავდაცვის ძალების ვეტერანი.

ავტორია 22 მონოგრაფიის, მათ შორის 1 დამხმარე სახელმძღვანელოს და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა საქართველოს და კავკასიის სამხედრო ისტორიის საკითხებზე.

2002-2005, 2008-2010 და 2018-2020 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში და სერჟანტთა მომზადების სკოლაში, სადაც კითხულობდა ლექციათა კურსს საქართველოს სამხედრო ხელოვნების საგანში.

2013 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრად.

2015 წლის 29 დეკემბერს არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის სამხედრო მეცნიერების საბჭოს წევრად.

2017 წლიდან დღემდე არის საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების დირექტორი.

დაჯილდოებულია ,,ღირსების~ ორდენით (2003) და ბაგრატოვანთა სამეფო სახლის ,,ერეკლე მეორის~ სამეფო ორდენით (2020). დაჯილდოებულია თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I-II ხარ-2008, 2010) და შსს სამკერდე ნიშნით „10 წლის უმწიკვლო სამსახურისათვი“ (2020).

მინიჭებული აქვს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია (2018), ,,ქართული კულტურის ამაგდარის~ (2018) და „მშვიდობის ალამდარის“ (2022) წოდებები.

შეაქვს ღირსეული წვლილი საქართველოს და კავკასიის სამხედრო ისტორიის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში.

[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები