არუთუნიანი ვაგარშაკ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არუთუნიანი ვაგარშაკ“ გადაიტანა გვერდზე „ვაგარშაკ არუთუნიანი“)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Arutunuanu vagarshak.png|thumb|130px|ვაგარშაკ არუთუნიანი ]]
 
'''ვაგარშაკ ვარნაზის ძე არუთუნიანი''' – (დ. 28 .04. 1956), სომეხი  გენერალ-ლეიტენანტი (20.09.1996).
 
'''ვაგარშაკ ვარნაზის ძე არუთუნიანი''' – (დ. 28 .04. 1956), სომეხი  გენერალ-ლეიტენანტი (20.09.1996).
  
დაიბადა ქ.ახალქალაქში (საქართველოს სსრ). გენერალ ვიაჩესლავ არუთუნიანის უფროსი ძმაა.
+
დაიბადა ქ. [[ახალქალაქი (ქალაქი ჯავახეთში)|ახალქალაქში]] (საქართველოს სსრ). გენერალ ვიაჩესლავ არუთუნიანის უფროსი ძმაა.
  
 
1978 წელს დაამთავრა კასპიის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი.
 
1978 წელს დაამთავრა კასპიის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი.

მიმდინარე ცვლილება 12:57, 9 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

ვაგარშაკ არუთუნიანი

ვაგარშაკ ვარნაზის ძე არუთუნიანი – (დ. 28 .04. 1956), სომეხი გენერალ-ლეიტენანტი (20.09.1996).

დაიბადა ქ. ახალქალაქში (საქართველოს სსრ). გენერალ ვიაჩესლავ არუთუნიანის უფროსი ძმაა.

1978 წელს დაამთავრა კასპიის უმაღლესი სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი.

1991 წელს დაამთავრა ნ. კუზნეცოვის სახ. სამხედრო-საზღვაო აკადემია ქ. ლენინგრადში.

1998 წელს დაამთავრა რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის აკადემია.

1990 წლამდე მსახურობდა შორეულ აღმოსავლეთში. 1991-1992 წლებში იყო სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე.

1992-1994 წლებში იყო დსთ-ს შეიარაღებული გაერთიანებული მთავარსარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე.

1994 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

1994-1999 წლებში იყო სომხეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი დსთ-ს მონაწილე-ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭოში.

1999-2000 წლებში იყო სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი.

2002 წელს შევიდა ოპოზიციურ პარტია „რესპუბლიკაში“ .

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით სამხედრო წოდების დისკრედიტაციისა და ოფიცრის უმაღლესი წოდების შელახვისათვის ჩამოერთვა გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება.

2019 წელს დაუბრუნეს სამხედრო წოდება.

2020 წელს დაინიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მთავარ სამხედრო მრჩევლად.

2020-2021 წლებში იყო თავდაცვის მინისტრი.

2021 წლის 20 ივლისს დატოვა თანამდებობა.

2022 წელს დაინიშნა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსეთის ფედერაციაში.

[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები