ნარიმანოვი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნარიმანოვი გიორგი“ გადაიტანა გვერდზე „გიორგი ნარიმანოვი“)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Giorgi narimanovi.png|thumb|140px|გიორგი ნარიმანოვი]]
 
'''გიორგი სტეფანეს ძე ნარიმანოვი (ნარიმანიანი)'''  – (13.02.1922-10.10.1983) სომეხი საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი (1968).
 
'''გიორგი სტეფანეს ძე ნარიმანოვი (ნარიმანიანი)'''  – (13.02.1922-10.10.1983) სომეხი საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი (1968).
  

მიმდინარე ცვლილება 14:25, 9 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

გიორგი ნარიმანოვი

გიორგი სტეფანეს ძე ნარიმანოვი (ნარიმანიანი) – (13.02.1922-10.10.1983) სომეხი საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის გენერალ-მაიორი (1968).

დაიბადა ტფილისში, სომხურ ოჯახში.

1948 წელს დაამთავრა ჟუკოვსკის სახ. სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია.

1950 წელს დაუსწრებლად დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1948 წლიდან გადიოდა სამსახურს თავდაცვის სამინისტროს მე-4 სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, წამყვანი ინჟინრის თანაშემწედ, წამყვან ინჟინრად, ლაბორატორიის უფროსად, განყოფილების უფროსად, ინსტიტუტის უფროსის მოადგილედ მიმართულების დარგში და, 1962-1965 წლებში, ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში.

1965 წელს გადავიდა სამუშაოდ საერთო მანქანათმშენებლობის სამინისტროში, სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.

1971 წლიდან მუშაობდა კოსმოსური გამოკვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ.

1983 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის, მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. იყო მსხვილი სპეციალისტი დეფორმირებული საგნების დინამიკის და კოსმოსური ფრენების მექანიკის დარგში.

მისი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები დაკავშირებულია, დინამიკის თეორიულ გამოკვლევებთან სისტემათა მოძრაობის მდგრადობასთან თხევად და მკრივ ელემენტებთან, კოსმოსური აპარატების და რაკეტების, ასევე კოსმოსური სივრცის გამოკვლევების საერთო პრობლემებთან. გამოკვლევების პროცესში, რომელიც მან ჩაატარა 50-იან წლებში, მიიღო რიგი ორიგინალური სამეცნიერო შედეგებისა, მკვრივი საგნების და შემადგენელი სითხეების ერთობლივი მერყეობის დარგში, რომლებსაც ჰქონდათ ძალზე დიდი მნიშვნელობა, დიდი სიშორის რაკეტების ავტომატური სტაბილიზაციის და პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტისას.

ის მონაწილეობდა საპოლიგონო და სამეთაურო-საზომი კომპლექსების შექმნასა და მათ ბალისტიკურ დასაბუთებაში. შემდგომში სათავეში ედგა, რიგ მსხვილ სამამულო კოსმოსურ პროექტებს და, მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროგრამა „ინტერკოსმოსის“ სსრკ-საფრანგეთის გამოკვლევებს, ინდოეთის და საფრანგეთის თანამგზავრების გაშვებას (საბჭოთა რაკეტ-მზიდავებით), სსრკ-აშშ-ს პროექტს „სოიუზ-აპოლონს“ მისი მონაწილეობით იყო განხორციელებული „კოსმოსის“ და „პროგნოზის“ სერიათა ავტომატური უნივერსალური საორბიტო სადგურების და, საკვლევ რაკეტა „ვერტიკალის“ წარმატებული გაშვება კოსმოსში. შეიტანა საგრძნობი ღვაწლი პროგრამით გათვალისწინებულ, სადგურ „ლუნა-16“ მიერ, მთვარის გრუნტის დედამიწაზე ჩამოტანის საქმეში და, კოსმონავტიკის ისტორიაში, პირველი ორბიტალური სამეცნიერო სადგურ „სალუტის“ ავტომატურ და, პილოტირებულ ხანგრძლივ და საცდელ რეჟიმში ფრენას. მუშაობდა საერთაშორისო ასტრონავტიკული ფედერაციის მკვლევართა ჯგუფში (საფრანგეთში), გეოსტაციონარული ორბიტების გამოყენების პრობლემებზე. საბჭოთა დელეგაციების შემადგენლობაში, მონაწილეობდა საერთაშორისო ასტრონავტიკული ფედერაციის XXIV-ე და XXX-ე კონგრესერბში იუგოსლავიასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. მრავალი წელი იყო ჟურნალ „ზემლია და ვსელენაიას“ რედკოლეგიის წევრი და გამომცემლობა „მაშინოსტროენიეს“ სარედაქციო საბჭოს, კოსმონავტიკის სექციის თავმჯდომარე.

მინიჭებული ჰქონდა ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (1959) და პროფესორის წოდება (1962). იყო ლენინური პრემიის ლაურეატი (1957)

დაჯილდოებული იყო ლენინისა (1961) და შრომის წითელი დროშის (1976) ორდენებით.

გარდაიცვალა და დაკრძალულია ქ. მოსკოვში.


[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები