კინოსიანი სტეფანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სტეფანე ილიას ძე კინოსიანი''' – (09.11.1900-29.09.1965), სომეცი გენერალ-ლეი...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Kinosiani.png|thumb|140px|სტეფანე კინოსიანი]]
 
'''სტეფანე ილიას ძე კინოსიანი''' –  (09.11.1900-29.09.1965), სომეცი გენერალ-ლეიტენანტი (19.04.1945).
 
'''სტეფანე ილიას ძე კინოსიანი''' –  (09.11.1900-29.09.1965), სომეცი გენერალ-ლეიტენანტი (19.04.1945).
  

მიმდინარე ცვლილება 15:38, 9 დეკემბერი 2025 მდგომარეობით

სტეფანე კინოსიანი

სტეფანე ილიას ძე კინოსიანი – (09.11.1900-29.09.1965), სომეცი გენერალ-ლეიტენანტი (19.04.1945).

დაიბადა ტფილისის გუბერნიის, ბორჩალოს მაზრის, სოფ. სათხაში, გლეხის ოჯახში. სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ, მოეწყო ახალქალაქის დაწყებით სასწავლებელში.

1918 წელს მშობლებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ტფილისის მაზრის, დაბა წალკაში.

1920 წელს, კინოსიანი შედის წითელ არმიაში.

1923 წელს მეთაურობა აგზავნის მას სასწავლებლად მოსკოვში, სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სახ. წითელი არმიის 1-ლ საბჭოთა გაერთიანებულ სამხედრო სკოლაში, რომელსაც ის წარმატებით ამთავრებს ორ წელიწადში და, მას ტოვებენ სკოლაში სასწავლო ოცეულის მეთაურად. ბევრ შრომას სდებდა ის სამეთაურო კადრების სწავლის და აღზრდის საქმეში.

1926 წლის გაზაფხულზე იგი გადაიყვანეს ერევანში, სომხურ სამხედრო სკოლაში, ხოლო ეროვნული ნაციონალური სკოლების გაერთიანების შემდეგ, მას აგზავნიან ტფილისში, ამიერკავკასიის სამხედრო სკოლაში. აქ მან დაჰყო ექვსი წელი. მსახურობდა ასეულის მეთაურის თანაშემწედ, კურსანტთა ასეულის მეთაურად, სკოლის სასწავლო განყოფილების უფროსის თანაშემწედ.

1933 წელს კინოსიანი გახდა მ. ფრუნზეს სახ. სამხედრო აკადემიის ძირითადი ფაკულტეტის მსმენელი.

1939 წელს კინოსიანი, კორპუსის ცხენოსან-მექანიზირებული ჯგუფის შემადგენლობაში და შტაბის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მყოფი, მონაწილეობს დასავლეთ ბელორუსიის განთავისუფლებაში.

1939-1940 წლებში პოლკოვნიკი კინოსიანი მონაწილეობს სსრკ-ფინეთის ომში. მკაცრი ზამთრის პირობებში და მოწინააღმდეგის ძლიერი გამაგრებების პირობებში, სამხედრო მოქმედებები იქცა საბრძოლო დახელოვნების კარგ სკოლად. აქ ღრმად გაიხსნა მისი სამეთაურო ნიჭი და პირადი საბრძოლო თვისებები.

1940 წლის დეკემბერში პოლკოვნიკი კინოსიანი დაინიშნა ბალტიისპირეთის განსაკუთრებული სამხედრო ოლქის, შტაბის ოპერატიული განყოფილების I ქვეგანყოფილების უფროსად.

(1941-1945) წლების სსრკ დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე, პოლკოვნიკი კონოსიანი დაინიშნა 33-ე არმიის (რომელიც შეიქმნა მოსკოვის სამხედრო ოლქში 1941 წლის ივლისში), შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსად.

1942 წლის 17 ნოემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. მომდევნო სამხედრო სამსახური განაგრძო 49-ე არმიაში. მონაწილეობდა ბელორუსიის ოპერაციაში, პოლონეთის და გერმანიის განთავისუფლებაში. ჰქონდა უმაღლესი მთავარსარდლის, სტალინის 12 მადლობა. ომის შემდგომ პერიოდში მსახურობდა რიგი სამხედრო ოლქების შტაბის უფროსად.

1950 წელს ვოროშილოვის სახ. გენერალური შტაბის დამთავრების შემდეგ, დარჩა აკადემიაში სამეცნიერო სამუშაოზე. გენერალ-ლეიტენატმა კინოსიანმა, დიდი სამამულო ომის დროს, მსახურობდა რა არმიის შტაბის უფროსად და, ომის შემდგომ პერიოდში - სამხედრო ოლქის შტაბის უფროსად, დააგროვა მდიდარი პრაქტუკული გამოცდილება ოპერაციებში ჯარების მართვის ორგანიზაციის საქმეში. სისტემატურად მუშაობდა თავის თავზე, 1956 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სამხედრო მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1964 წელს გენერალი კინოსიანი ავადმყოფობის გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან. დაკრძალულია მოსკოვში, ვაგანკოვოს სასაფლაოზე.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოებული იყო ლენინის (1945), წითელი დროშის (1940, 1942, 1944, 1945, 1950), სუვოროვის II (1943), კუტუზოვის I და II (1943), ბოგდან ხმელნიცკის I ხარ. (1944), ორდენებით.

მიღებული ჰქონდა პოლონეთის ჯილდოები - ვირტუტი მილიტარის ორდენი (1945) და გრიუნვალდის ჯვარი II ხარ. (1945)


[რედაქტირება] წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები