ოლიმპიელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ოლიმპიელი''' – ''(ბერძნ.)'' ასე უწოდებდნენ ყოველ ღმერთს, რომელიც...) |
(→წყარო) |
||
| (2 მომხმარებლების 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
| + | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| + | [[კატეგორია:ღმერთები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბერძნული ღვთაებანი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:42, 30 ივნისი 2017 მდგომარეობით
ოლიმპიელი – (ბერძნ.) ასე უწოდებდნენ ყოველ ღმერთს, რომელიც ოლიმპოსზე იყო დავანებული.
ოლიმპიელები გამოირჩეოდნენ თავიანთი დიდებულებითა და მადლმოსილებით. აქედან გამომდინარე, ამ თვისებების მატარებელ ადამიანსაც ზოგჯერ „ოლიმპიელად“ აღიარებდნენ. სწორედ ეს სახელი შეარქვეს ათენელებმა თავიანთ რჩეულ პერიკლესს, რომელსაც მრავალი დიდებული საქმის აღმსრულებლად და ათენური დემოკრატიის მამად მიიჩნევდნენ. იგი ძვ. წ. 490-429 წლებში მოღვაწეობდა. მის სახელთან არის დაკავშირებული ათენის ისტორიის უბრწყინვალესი ხანა.
თანამედროვე მეტყველებაში დამკვიდრდა გამოთქმა „ოლიმპიური სიმშვიდე“, რაც ღვთაებრივ სიმშვიდეზე მიგვანიშნებს.