ფორეჯი
(ახალი გვერდი: '''ფორეჯი''' – Acipenser nudiventris Lovetsky, 1828 '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> '''კლასი:''' სხივ...) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
'''სახეობა:''' ფორეჯი | '''სახეობა:''' ფორეჯი | ||
| − | + | ფორეჯი ადვილი გასარჩევია სხვა [[ზუთხების ოჯახი|ზუთხისნაირი]] თევზებისაგან ქვედა ტუჩის მთლიანობითა და ზედა ტუჩის ოდნავ ამოკვეთით, მაგრამ მისი უწყვეტობით. ფოჩიანი ულვაშების ფუძეები რამდენადმე ახლოს არის პირთან და მათი წვეროები პირის ხვრელის წინა კიდემდე აღწევს. დინგის ფარები მრავალრიცხოვანია და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული. | |
| − | + | მისი სიგრძე 2 მეტრამდე აღწევს და ზოგჯერ მეტიცაა. გავრცელებულია შავ, კასპიის და არალის ზღვებში, საიდანაც შედის მდინარეებში. | |
| − | ფორეჯი | + | [[საქართველო]]ს ფარგლებში ფორეჯი ცნობილია [[რიონი|რიონში]], საიდანაც ის ქ. სამტრედიამდე ადის; ხოლო ზოგიერთი ეგზემპლარი ქ. ქუთაისამდეც კი აღწევს. ფორეჯი გვხვდება ჭოროხში, [[მტკვარი|მტკვარში]], სადაც მდ. იორის შესართავამდე აღწევს, ზოგჯერ [[პალიასტომის ტბა]]შიც გვხვდება. ფორეჯი მტკვარში გაზაფხულსა და შემოდგომაზე შედის. მისი სვლა გაზაფხულზე მაქსიმუმს აღწევს მარტში, ხოლო შემოდგომაზე კი – ოქტობბერში. |
| − | შეფერილობით ხურგი შავი აქვს, მუცელი – ღია ფერის | + | შეფერილობით ხურგი შავი აქვს, მუცელი – ღია ფერის. 1930 წლის 30 მაისს რიონში სამტრედიის რკინიგზის საჯავახოს ხიდთან დაჭერილ იქნა დედალი ფორეჯი 104 სმ სიგრძისა. მას დაყრილი ჰქონდა ქვირითის ნარჩენი და ტოფობის შედეგად გამოფიტული (გამხდარი) იყო. მარტის ცნობით ფორეჯი რიონში იშვიათად იჭრება ხოლმე. |
| − | ტოფობის შედეგად გამოფიტული (გამხდარი) იყო. მარტის ცნობით ფორეჯი რიონში იშვიათად იჭრება ხოლმე | + | |
| − | ეს თევზი | + | ეს თევზი გამსვლელია. იგი სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ზღვების სანაპირო ზოლში (50 მ სიღრმეზე) ატარებს. ფორეჯი უმთავრესად ფსკერზე ცხოვრებას ეწევა და უფრო შლამიან გრუნტს არჩევს. ტოფობის მიგრაციის დროს მდინარეში რჩება 2-10 თვე. მტკვრის გუნდის ნაწილი მდინარეში პირველ ათ წელს ატარებს და აქვე ზღვაში შესვლამდე მწიფდება. მტკვარში მას სასროლი დიდი ბადეებითა და სხვადასხვა სახის მისატყუებელი ჩანგლებით იჭერენ. |
===== ტოფობა ===== | ===== ტოფობა ===== | ||
23:02, 2 იანვარი 2026-ის ვერსია
ფორეჯი – Acipenser nudiventris Lovetsky, 1828
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანნი
რიგი: ზუთხისნაირნი
ოჯახი: ზუთხისებრნი
გვარი: ზუთხი
სახეობა: ფორეჯი
ფორეჯი ადვილი გასარჩევია სხვა ზუთხისნაირი თევზებისაგან ქვედა ტუჩის მთლიანობითა და ზედა ტუჩის ოდნავ ამოკვეთით, მაგრამ მისი უწყვეტობით. ფოჩიანი ულვაშების ფუძეები რამდენადმე ახლოს არის პირთან და მათი წვეროები პირის ხვრელის წინა კიდემდე აღწევს. დინგის ფარები მრავალრიცხოვანია და ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული.
მისი სიგრძე 2 მეტრამდე აღწევს და ზოგჯერ მეტიცაა. გავრცელებულია შავ, კასპიის და არალის ზღვებში, საიდანაც შედის მდინარეებში.
საქართველოს ფარგლებში ფორეჯი ცნობილია რიონში, საიდანაც ის ქ. სამტრედიამდე ადის; ხოლო ზოგიერთი ეგზემპლარი ქ. ქუთაისამდეც კი აღწევს. ფორეჯი გვხვდება ჭოროხში, მტკვარში, სადაც მდ. იორის შესართავამდე აღწევს, ზოგჯერ პალიასტომის ტბაშიც გვხვდება. ფორეჯი მტკვარში გაზაფხულსა და შემოდგომაზე შედის. მისი სვლა გაზაფხულზე მაქსიმუმს აღწევს მარტში, ხოლო შემოდგომაზე კი – ოქტობბერში.
შეფერილობით ხურგი შავი აქვს, მუცელი – ღია ფერის. 1930 წლის 30 მაისს რიონში სამტრედიის რკინიგზის საჯავახოს ხიდთან დაჭერილ იქნა დედალი ფორეჯი 104 სმ სიგრძისა. მას დაყრილი ჰქონდა ქვირითის ნარჩენი და ტოფობის შედეგად გამოფიტული (გამხდარი) იყო. მარტის ცნობით ფორეჯი რიონში იშვიათად იჭრება ხოლმე.
ეს თევზი გამსვლელია. იგი სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ზღვების სანაპირო ზოლში (50 მ სიღრმეზე) ატარებს. ფორეჯი უმთავრესად ფსკერზე ცხოვრებას ეწევა და უფრო შლამიან გრუნტს არჩევს. ტოფობის მიგრაციის დროს მდინარეში რჩება 2-10 თვე. მტკვრის გუნდის ნაწილი მდინარეში პირველ ათ წელს ატარებს და აქვე ზღვაში შესვლამდე მწიფდება. მტკვარში მას სასროლი დიდი ბადეებითა და სხვადასხვა სახის მისატყუებელი ჩანგლებით იჭერენ.
ტოფობა
ფორეჯი მტკვრის აუზში მრავლდება მაის-ივნისში წყლის 15-25 ტემპერატურის პირობებში. უმთავრესად ქვირითს ყრის ფსკერზე. მტკვრის ფორეჯის ნაყოფიერება 280-დან 1003-მდე აღწევს. ქვირითის განვითარების ხანგრძლიობა 5-6 დღით განისაზღვრება 19-20° ტემპერატურის პირობებში.
ფორეჯი უმთავრესად თევზებით იკვებება (ღორჯოთი, ატერინათი, ახალგაზრდა კაპარჭინებით, წვერათი, კიბოებით, მოლუსკებითა და სხვ.).
ფორეჯის სარეწაო მნიშვნელობა
მისი სარეწაო მნიშვნელობა, რიცხობრივი სიმცირის გამო, საქართველოს ფარგლებში არც ისე დიდია. საერთოდ კი ეს თევზი კარგი სარეწი ღირებულებისაა.
ფორეჯს ამზადებენ შეგრილებული და გაყინული სახით. მას იყენებენ აგრეთვე შებოლილი ნაწარმის დასამზადებლად. მისი ქვირითი ძვირად ფასობს.