სიფელ ვალიანთას ღვთისმშობლის ეკლესია
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვალიანთას ღვთისმშობლის ეკლესია“ გადაიტანა გვერდზე „[[სიფელ ვალ...) |
|
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 23:54, 26 იანვარი 2026 მდგომარეობით
სოფელ ვალიანთას ღვთისმშობლის ეკლესია - ადრე შუა საუკუნეები - ეკლესია ნაგებია რიყისა და ფლეთილი ქვით, აგრეთვე ფიქალით. ფასადების კუთხეები ამოყვანილია თლილი ქვის კვადრებით.
დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნალისებრი აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. აბსიდის იატაკი ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკთან შედარებით. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. შემორჩენილია ნახევარსფერული კონქის ჩრდილოეთი ნაწილი. გრძივი კედლები იყოფა ორსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით. პილასტრების გარდა ორ-ორი იმპოსტია, რომელთაც, შესაძლოა, კედლის თაღები ეყრდნობოდა.
ეკლესიას სამი მხრიდან არქიტრავული შესასვლელი აქვს. დასავლეთის შესასვლელის ორივე მხარეს მაღალი ნიშებია, რომლებზეც კბილანა თაღებია გადასული. კარის წირთხლები, სარკმლის ჩარჩოები, თაღები და პილასტრები შირიმისა და მოწითალო ტუფისაა. ინტერიერი სავსეა ჩამონაშალი ქვით. სამხრეთი ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში კარის იმიტაციაა, აღმოსავლეთ სარკმელს სამმაგი ლილვი აჩარჩოებს. პირველი ლილვი გრეხილია. სარკმლის თავზე ჩადგმულ კვადრზე ჯვრის რელიეფური გამოსახულელიეფური გამოსახულებაა, მის ზემოთ წარბია. აღმოსავლეთ ფასადს კედლის ნახევარწრიული ნიშები სამ ნაწილად ჰყოფს. დასავლეთ შესასვლელის ორივე მხარეს კრონშტეინებია. კამარა და კონქი ჩამოქცეულია, კედლები შემორჩენილია 9-10 მ. სიმაღლეზე. ფასადები ძლიერ არის დაზიანებული.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა