როემერი ოლაფ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „როემერი ოლაფ“ გადაიტანა გვერდზე „ოლაფ როემერი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ოლაფ როემერი“ გადაიტანა გვერდზე „როემერი ოლაფ“ გადამისამართე...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:26, 27 იანვარი 2026 მდგომარეობით

წარწერის ტექსტი

ოლაფ როემერი (დან. Ole Christensen Rømer; 25 სექტემბერი 1644 — 19 სექტემბერი 1710, კოპენჰაგენი), დანიელი ასტრონომი და მათემატიკოსი.

თავის სამშობლოში მან მრავალი ასტრონომიული სამუშაოები შეასრულა; ფრანგ პიკართან ერთად ხელმეორედ განსაზღვრა ურანიენბურგის გეოგრაფიული მდებარეობა. 1672 წელს როემერი პარიზში გაემგზავრა, რათა თვით ეზრუნა ტიხო ბრაჰეს ნაშრომების დაბეჭდვაზე. პარიზში მან ასისტენტის ადგილი მიიღო ობსერვატორიაში, იქ როემერი დაკვირვებებს აწარმოებდა მუშთარის თანამგზავრებზე, რამაც ის მიიყვანა სინათლის სიჩქარის განსაზღვრამდე. ეს აღმოჩენა როემერმა წარუდგინა პარიზის მეცნიერებათაა აკადემიას, სადაც ის იმყოფებოდა მოქმედ წევრად; ამასთან ერთად ის ინჟინრადაც მუშაობდა 1681 წელს როებერი სამმობლოში დაბრუნდა და მიიღო პროფესორობა ასტრონომიაში. მისმა ბრწყინვალე ნიჭმა ტექნიკაში სამშობლოში გამოყენება ჰპოვა და მას მთელ რიგ საინჟინრო სამუშაოებს ავალებდნენ. მიუხედავად ამისა, როემერი მაინც პოულობდა საკმაო დროს ახალი ასტრონომიული ინსტრუმენტების გამოგონებისათვის. ამ ინსტრუმენტებმა დღემდე შეინარჩუნეს თავიანთი მნიშვნელობა. როემერის საკუთარი ინსტრუმენტები და დიდი ნაწილი მისი დაკვირვებებისა დაიღუპა 1728 წელს კოპენჰაგენის დიდი ხანძრის დროს.




[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები