ჩირნჰაუზი ვალტერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვალტერ ჩირნჰაუზი“ გადაიტანა გვერდზე „ჩირნჰაუზი ვალტერ“ გადამ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 15:05, 28 იანვარი 2026 მდგომარეობით

ვალტერ ჩირნჰაუზი − (გერმ. Ehrenfried Walther von Tschirnhaus; 10 აპრილი 1651 — 11 ოქტომბერი 1708), გერმანელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გამომგონებელი.

დაიბადა 1651 წელს პერილში (გერმანიაში), მემამულის ოჯახში. სწავლა-განათლება მიიღო ჰერლიცში და აქვე თვითონ სწავლობდა მათემატიკას. 1668 წლიდან სწავლა გააგრძელა ლაიდენში, მაგრამ მეცადინეობა შეაწყვეტინა ჭირმა და ომმა. მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის წინააღმდეგ ომში. თავისი ხშირი მოგზაურობის დროს ის გაეცნო მათემატიკოსებს — ნიუტონს, ჰიუგენსს და სხვებს. 1675 წელს ლაიბნიცთან ერთად პარიზში იყო. 1682 წელს ჩირნჰაუზი გახდა პარიზის აკადემიის წევრი. იმავე წელს დაბრუნდა სამშობლოში, დაქორწინდა და დაეუფლა მამის ქონებას. მიუხედავად იმასა, რომ მას საზღვარგარეთ იწვევდნენ და სთავაზობდნენ კარგ პირობებს, მან მაინც სამშობლოში დარჩენა არჩია. მისი მათემატიკური ნაშრომები გამოიცა 1682 წლიდან ლაიპციგში ჟურნალ „აკტა ერუდიტორუმში“ („Acta Eruditorum“). გარდაიცვალა 1708 წელს.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები