ხლაკუნების ოჯახი
(ახალი გვერდი: '''ხლაკუნების ოჯახი''' – Cobitidae '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> '''კლასი:''' სხი...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
[[კატეგორია: იხტიოლოგია]] | [[კატეგორია: იხტიოლოგია]] | ||
[[კატეგორია: ხლაკუნასებრნი]] | [[კატეგორია: ხლაკუნასებრნი]] | ||
| + | [[კატეგორია: გოჭალა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:05, 7 თებერვალი 2026 მდგომარეობით
ხლაკუნების ოჯახი – Cobitidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანნი
რიგი: კობრისნაირნი
ეს ოჯახი Cyprinoidea-თა ჯგუფიდანაა. ზედა ყბა მარტო ყბებ-შორისი ძვლებისაგანაა წარმოქმნილი, სხეული წაგრძელებულია, გვერდებიდან შებრტყელებული ან ცილინდრული, რომელიც დაფარულია მეტად წვრილი, ზოგჯერ კანქვეშ დამალული ქერცლით ან სრულიად შიშველია. თავის კანი უქერცლოა, ხოლო ზოგიერთებს ქერცლით აქვთ დაფარული. თვალები პატარებია. პატარა ზომის პირი თავის ქვემო მხარეზეა მოთავსებული, ის გარშემოვლებულია ხორცოვანი ტუჩებით და აღჭურვილია 6-12 ულვაშით. ხახის კბილები ზომიერი რაოდენობით ერთ მწკრივადაა განლაგებული. საცურავი ბუშტი ნაწილობრივ ან მთლიანად ძვლოვან კაფსულშია მოთავსებული. ლაყუჩთა შუალედი მანძილი ძლიერ ფართოა, ხოლო ლაყუჩთა ხვრელები მეტად ვიწრო.
გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (იაპონიით და ბორნეოთი), მაროკოსა და ეთიოპიაში. მტკნარი წყლის პატარა თევზებია, ევროპაში, მცირე და ჩრდილო აზიაში 5 გვარი მოიპოვება. საქართველოს ფარგლებში ორი გვარი გვხვდება. Nemachilus Hasselz და Cobitis L.