ნანდუსებრნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნანდუსებრნი''' – Rheidae '''სამეფო''': ცხოველები<br /> '''ტიპი:''' ქორდიანე...) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
== წყარო== | == წყარო== | ||
[[ზოოგეოგრაფია]] | [[ზოოგეოგრაფია]] | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:ფრინველების ოჯახი]] | [[კატეგორია:ფრინველების ოჯახი]] | ||
[[კატეგორია:ნანდუსებრნი]] | [[კატეგორია:ნანდუსებრნი]] | ||
23:34, 16 თებერვალი 2026-ის ვერსია
ნანდუსებრნი – Rheidae
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ნანდუსნაირნი
ოჯახი: ნანდუსებრნი
ფრინველთა ოჯახი, აერთიანებს საკმაოდ მოზრდილ ფრინველებს, რომლებსაც შედარებით კარგად აქვთ განვითარებული ფრთები, მაგრამ ფრენის უნარი არ შესწევთ. ფეხებზე სამ-სამი თითი აქვთ. მამრი ცხოვრობს პოლიგამურად. კრუხად ჯდება და შემდეგ მართვეთა აღზრდაზე ზრუნავს მხოლოდ მამრი. კრუხობა გრძელდება 42 დღემდე. გავრცელებულია სამხრეთი ამერიკის ტრამალებში. ცნობილა ჩვეულებრივი ნანდუ , რომლის სხეულის სიმაღლე 1,5-მდეა გვხვდება არგენტინიდან ჩრდილო ჩილემდე. ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიაში ბინადრობს დარვინის ნანდუ.