ზღვის კარჩხანების ოჯახი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზღვის კარჩხანების ოჯახი“ გადაიტანა გვერდზე „[[ზღვის სპარიდების ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ზღვის კარჩხანების ოჯახი''' Sparidae | + | '''ზღვის კარჩხანების (სპარიდების) ოჯახი''' – Sparidae |
'''ტიპი:''' ქორდიანები<br /> | '''ტიპი:''' ქორდიანები<br /> | ||
მიმდინარე ცვლილება 21:38, 19 თებერვალი 2026 მდგომარეობით
ზღვის კარჩხანების (სპარიდების) ოჯახი – Sparidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კარჩხანასნაირნი
ოჯახი: კარჩხანისებრნი
თევზების ოჯახი კარჩხანასნაირთა რიგისა. სხეული მოგრძო, გვერდებიდან შებრტყელებულია და დაფარულია კტენოიდური ქერცლით. ზურგზე ერთი გრძელი ფარფლი აქვს, რომლის წინა ნაწილში ქიცვიანი, ხოლო უკანა ნაწილში რბილი სხივებია. ანალური ფარფლი ზურგის ფარფლის რბილ ნაწილზე მოკლეა და სამ ქიცვიან სხივს შეიცავს. მუცლის ფარფლები მკერდზე სხედან, ისინი მკერდის ფარფლების ქვევით ან ოდნავ მათ უკანაა მოთავსებული. ყბებზე მძლავრი კბილები აქვს, ისინი კონუსისებური, სატეხისებური ან ბლაგვად მომრგვალებულია.
ზღვის კარჩხანები ტროპიკული და თბილი ზღვების სანაპირო წყლებშია გავრცელებული; ყოფილი საბჭოთა კავშირის ფარგლებში შავ, აზოვის და იაპონიის ზღვებში გვხვდება.
ამ ოჯახიდან შავ ზღვაში გვხვდება ერთი გვარი.