ზღვის ზოლიანი კარჩხანა
(ახალი გვერდი: '''ზღვის ზოლიანი კარჩხანა''' − Diplodus annularis (Linnaeus, 1758) '''ტიპი:''' ქორდიანებ...) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
| − | [[ | + | [[თევზი]]ს [[სახეობა (ბიოლოგია)|სახეობა]] ზღვის კარჩხალების ოჯახისა. სხეული მაღალი და გვერდებიდან შებრტყელებულია. ზურგის ერთი გრძელი ფარფლი აქვს. წინა კბილები ფართო, სატეხისნაირია, გვერდითი კბილები ჩლუნგია და ორ-სამ მწკრივადაა განლაგებული. სხეულზე მუქი განივი ზოლებია, რომლებიც ღამით შესამჩნევადაა გამოსახული, მკერდისა და კუდის ფარფლებთან თითო შავი ლაქაა. |
| − | გავრცელებულია ხმელთაშუა, შავ და ნაწილობრივ აზოვის ზღვებში, ატლანტის ოკეანის ზოგიერთ ნაწილში. | + | გავრცელებულია ხმელთაშუა, შავ და ნაწილობრივ აზოვის ზღვებში, [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] ზოგიერთ ნაწილში. |
ზღვის ზოლიანი კარჩხანა ზღვის სანაპირო ზოლის გუნდურად მობინადრე თევზია. საცხოვრებლად შამბნარს ირჩევს და თავის „საძოვარს“, ჩვეულებრივ, არ ტოვებს. | ზღვის ზოლიანი კარჩხანა ზღვის სანაპირო ზოლის გუნდურად მობინადრე თევზია. საცხოვრებლად შამბნარს ირჩევს და თავის „საძოვარს“, ჩვეულებრივ, არ ტოვებს. | ||
მიმდინარე ცვლილება 22:01, 20 თებერვალი 2026 მდგომარეობით
ზღვის ზოლიანი კარჩხანა − Diplodus annularis (Linnaeus, 1758)
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კარჩხანასნაირნი
ოჯახი: კარჩხანისებრნი
გვარი: კარჩხანები
თევზის სახეობა ზღვის კარჩხალების ოჯახისა. სხეული მაღალი და გვერდებიდან შებრტყელებულია. ზურგის ერთი გრძელი ფარფლი აქვს. წინა კბილები ფართო, სატეხისნაირია, გვერდითი კბილები ჩლუნგია და ორ-სამ მწკრივადაა განლაგებული. სხეულზე მუქი განივი ზოლებია, რომლებიც ღამით შესამჩნევადაა გამოსახული, მკერდისა და კუდის ფარფლებთან თითო შავი ლაქაა.
გავრცელებულია ხმელთაშუა, შავ და ნაწილობრივ აზოვის ზღვებში, ატლანტის ოკეანის ზოგიერთ ნაწილში.
ზღვის ზოლიანი კარჩხანა ზღვის სანაპირო ზოლის გუნდურად მობინადრე თევზია. საცხოვრებლად შამბნარს ირჩევს და თავის „საძოვარს“, ჩვეულებრივ, არ ტოვებს.
ტოფობზა ივნისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრიელდება, მისი გაცხარებული პერიოდია ივნის-აგვისტოში. ქვირითს საღამოობით ყრის. ქვირითი თავისუფლად მცურავია, გამჭვირვალეა და ცხიმოვან წვეთს შეიცავს. კვერცხის დიამეტრი 0,8 მმ-ია, გამოჩეკილი ლარვები 1,7 მმ-ს აღწევენ. ისინი უმთავრესად 10-20 მეტრის სიღრმეზე ბინადრობენ.
ზღვის კარჩხანა სიგრძით 33 სმ-ს აღწევს. ყირიმის სანაპიროებში მისი ჩვეულებრივი სიგრძე 7-14 სმ-ია.
იკვებება წვრილი კიბოსნაირებით და წვრილი მოლუსკებით.
სარეწაო მნიშვნელობა ნაკლებია.