წყალასაწნევი კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 17: ხაზი 17:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
[კატეგორია:წყლის რეზერვუარები]]
+
[[კატეგორია:წყლის რეზერვუარები]]
[კატეგორია:სამრეწველო ნაგებობები]]
+
[[კატეგორია:სამრეწველო ნაგებობები]]

მიმდინარე ცვლილება 23:00, 18 მარტი 2026 მდგომარეობით

წყალასაწნევი კოშკი ცილინდრული რეზერვუარითა და ფოლადის კონსტრუქციების საყრდენით

წყალასაწნევი კოშკი − წყლის რეზერვუარი ხელოვნურ საყრდენ კონსტრუქციაზე, რომელიც წყალსადენის ქსელში წყლის ნაკადის, ხარჯის, მარაგისა და სატუმბი სადგურების მუშაობის გრაფიკის მარეგულირებელი ნაგებობაა. წყალასაწნევი კოშკის ძირითადი ნაწილებია: ავზი (რეზერვუარი) და საყრდენი კონსტრუქცია (ტანი). ავზის დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება ლითონი (ფოლადის ან ალუმინის ფურცლები) ან რკინაბეტონი, ხოლო ტანისათვის – ფოლადი, რკინაბეტონი და აგური. მეტწილად გავრცელებულია ცილინდრული, სფერული და მართკუთხა ფორმის რეზერვუარები. კოშკის მაქსიმალური სიმაღლეა 30 მ, ტევადობა – რამდენიმე ათეული მ3-დან (მცირე წყალსადენების) რამდენიმე ათას მ3-მდე (დიდი ქალაქების და სამრეწველო ცენტრების წყალსადენები). წყალასაწნევი კოშკი აღჭურვილია ასავსები და დასაცლელი მილების სისტემით. ავზი, წყლის გაყინვის საწინააღმდეგოდ, შეფუთულია თბოსაიზოლაციო მასალით. წყლის მიწოდება წარმოებს სატუმბი დანადგარების მეშვეობით. მოხმარების ხარჯის მიხედვით რეზერვუარში წყლის რეგულირება ხდება ტელესიგნალების საშუალებით, რომელიც მიეწოდება სადისპეტჩეროს.








[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები