პიკუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პიკუსი''' – ''(რომ.)'' ტყეთა და ველთა რომაული ღმერთი, რომელიც ადა...)
 
(წყარო)
 
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:რომაული მითები]]
 
[[კატეგორია:რომაული მითები]]
 +
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]]
 +
[[კატეგორია:ღმერთები]]
 +
[[კატეგორია:რომაული ღვთაებანი]]

მიმდინარე ცვლილება 14:26, 6 ივლისი 2017 მდგომარეობით

პიკუსი(რომ.) ტყეთა და ველთა რომაული ღმერთი, რომელიც ადამიანებს მომავალს უწინასწარმეტყველებდა. სატურნუსის ძე, ფავნუსის მამა, პომონას მეუღლე.

პიკუსი ლატიუმის პირველ მეფედ მიაჩნდათ რომაელებს. ლეგენდის თანახმად, გრძნეულ კირკეს შეჰყვარებია იგი, მაგრამ უარი რომ მიუღია, კოდალად გარდაუსახავს.

თავდაპირველად პიკუსს წარმოსახავდნენ ხის სახით კოდალასთან ერთად, რომელსაც წინასწარმეტყველ ფრთოსნად თვლიდნენ. მოგვიანებით მას ახალგაზრდა ყმაწვილის სახით ვხედავთ ფრესკებზე, რომელსაც ხელში კოდალა უჭირავს. პიკუსის ამბავი და მისი გამოსახულებები მიუთითებენ ამ მითოსის ტოტემურ წარმომავლობაზე.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები