პისტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 11: ხაზი 11:
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:რომაული მითები]]
 
[[კატეგორია:რომაული მითები]]
 +
ეპიკლესა‏

14:28, 6 ივლისი 2017-ის ვერსია

პისტორი(რომ.) „ხაბაზი“, „მეფუნთუშე“. იუპიტერის ეპიკლესა, რომელიც გალებთან ომს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად, გალებმა ალყაში მოიმწყვდიეს რომაელები, რომელთაც პურის მარაგი გამოლეოდათ და შიმშილით სულს ღაფავდნენ. რომაელ მეომრებს სიზმრად იუპიტერი გამოეცხადა და მოუწოდა, რაც კი რამ ჰქონდათ უძვირფასესი, მტრებისთვის მიეყარათ. რომაელებმა იმ ფქვილისგან, რაც შერჩენოდათ, გამოაცხვეს პურები და შეტევაზე გადმოსულ მტერს დაუშინეს. გალებმა იფიქრეს, რომ რომაელებს თავზე საყრელად ჰქონდათ საკვები და ალყა მოხსნეს.

ალბათ ამ ლეგენდით აიხსნება ის, რომ რომში არსებობდა „მეფუნთუშე იუპიტერის“ საკურთხეველი.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის ეპიკლესა‏

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები