ანანიძე ლევან
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანანიძე ლევან“ გადაიტანა გვერდზე „ლევან ანანიძე“) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[აჭარაში მოღვაწე | + | [[საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ]] |
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:ანანიძეები]] | [[კატეგორია:ანანიძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:58, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
ლევან ანანიძე – ქართველი პოეტი. დაიბადა 1939 წლის 1 მარტს, ქედის რაიონის სოფელ ცხმორისში.
1959 წელს ჩაირიცხა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საიდანაც გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. დემობილიზაციის შემდეგ სწავლა გააგრძელა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. ინსტიტუტი დაამთავრა 1964 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.
1964 წელს მუშაობა დაიწყო ქედის რაიონის სოფელ გეგელიძეების რვაწლიან სკოლაში, 1965 წლიდან სოფელ ახოს რვაწლიანი სკოლაში მასწავლებლად.
ლევან ანანიძე ავტორია ლექსთა კრებულებისა: „სათავეებთან“ (ახალგაზრდა ავტორთა კრებული, 1968), „შენთან ერთად" (1971), „მთის ყვავილები“ (1978), „დედის სიხარული“ (1985), „დედაშვილობა“ (1997), „ერთგულება“ (1999), „ვაჩუქოთ ბავშვებს ბედნიერება“ (2005), „საბავშვო გამოცანები“ (2006), „წითელპერანგა“" (2009), „აჭარული სატრფიალო“ (2014), „ზღვამ ყველა გაგვახალისა“ (2019).