დავითაძე ფრიდონ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფრიდონ დავითაძე“ გადაიტანა გვერდზე „დავითაძე ფრიდონ“ გადამის...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[აჭარაში მოღვაწე | + | [[საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ]] |
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | [[კატეგორია:ქართველი პოეტები]] | ||
[[კატეგორია:დავითაძეები]] | [[კატეგორია:დავითაძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:03, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
ფრიდონ დავითაძე – ქართველი პედაგოგი და პოეტი. დაიბადა 1963 წლის 20 დეკემბერს, დაბა შუახევში. 1981 წელს დაამთავრა დაბა შუახევის საშუალო სკოლა, 1989 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.
2018 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია.
სხვადასხვა დროს მუშაობდა: დაბა შუახევის კოლმეურნეობაში (კოლწევრად), სოფელ ბრილის საშუალო სკოლის ისტორიისა და ფრანგული ენის მასწავლებლად, შუახევის რადიომაუწყებლობის თავმჯდომარედ, გაზეთ „ცისკრის“ რედაქციის პასუხისმგებელ მდივნად, გაზეთ „თიანეთის“ მთავარ რედაქტორად, დაბა შუახევის საშუალო სკოლის მასწავლებლად, 2014 წლიდან შუახევის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად.
იბეჭდება ქართულ პერიოდულ გამოცემებში: ჟურნალ „ჭოროხსა“ და „განთიადში“. ფრიდონ დავითაძის ლექსები შეტანილია კრებულებში („ზეკარი“ და „ძოწისფერი გვირილები").