მახარაძე აკაკი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აკაკი მახარაძე“ გადაიტანა გვერდზე „მახარაძე აკაკი“ გადამისამ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[აჭარაში მოღვაწე | + | [[საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ]] |
| − | [[კატეგორია:ქართველი სამხედრო | + | [[კატეგორია:ქართველი სამხედრო მოღვაწეები]] |
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
[[კატეგორია:მახარაძეები]] | [[კატეგორია:მახარაძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:09, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
აკაკი მახარაძე – ქართველი მწერალი, დაიბადა შუახევის რაიონის სოფელ მახალაკიძეებში, 1962 წლის 4 თებერვალს.
დაამთავრა კ. ლესელიძის სახელობის რესპუბლიკური სპეციალიზებული სკოლა (კადეტთა კორპუსი, ქ. თბილისი, 1980). 1984 წელს დაამთავრა ფ. ძერჟინსკის სახელობის სახელმწიფო უმაღლესი სასაზღვრო-სამეთაურო სასწავლებელი; 1994 წელს – რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აკადემია (ქ. მოსკოვი).
მსახურობდა: საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებში (ქ. ახალციხე, ქ. ბათუმი, 1984-1999); საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში (ქ. ბათუმი, 1999-2005, სხვადასხვა თანამდებობაზე).
მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება ვიცე-პოლკოვნიკი.
ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრის უფროსი მასწავლებელი (2000-2005), ბათუმის სამედიცინო-ეკოლოგიური ინსტიტუტის რექტორი (2011); ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის დეპარტამენტის მასწავლებელი (2009-2011), თბილისის ვახტანგ გორგასლის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის დეპარტამენტის მასწავლებელი (2010-2011) იურისტი.
2018 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია.
არის „მარეთის“ (კავშირი) გამგეობის თავმჯდომარე.
დაჯილდოებულია მრავალი მედლით, დიპლომით, სიგელითა და საიუბილეო სამკერდე ნიშნით.
გამოცემული აქვს რომანები – „ტრეფიკინგის მსხვერპლი" (2014), „უთქმელი ანდერძი“ (2014) და მოთხრობა – „ერთი ანდერძის ექო“.