ორმოცაძე ლალი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლალი ორმოცაძე“ გადაიტანა გვერდზე „ორმოცაძე ლალი“ გადამისამარ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ლალი ორმოცაძე''' – დაიბადა 1949 წლის 23 ნოემბერს, ლანჩხუთის რაიონში. 1966 წელს დაამთავრა ბათუმის 21-ე საშუალო სკოლა, 1972 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1982 წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი]], ეთიკა-ესთეტიკის სპეციალობით. | + | '''ლალი ორმოცაძე''' – ქართველი მწერალი, დაიბადა 1949 წლის 23 ნოემბერს, ლანჩხუთის რაიონში. 1966 წელს დაამთავრა ბათუმის 21-ე საშუალო სკოლა, 1972 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1982 წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი]], ეთიკა-ესთეტიკის სპეციალობით. |
12-14 წლისა იბეჭდებოდა ჟურნალ „დილასა“ და გაზეთ „ნორჩ ლენინელში“. | 12-14 წლისა იბეჭდებოდა ჟურნალ „დილასა“ და გაზეთ „ნორჩ ლენინელში“. | ||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[აჭარაში მოღვაწე | + | [[საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ]] |
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
[[კატეგორია:ორმოცაძეები]] | [[კატეგორია:ორმოცაძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:09, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
ლალი ორმოცაძე – ქართველი მწერალი, დაიბადა 1949 წლის 23 ნოემბერს, ლანჩხუთის რაიონში. 1966 წელს დაამთავრა ბათუმის 21-ე საშუალო სკოლა, 1972 წელს – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1982 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეთიკა-ესთეტიკის სპეციალობით.
12-14 წლისა იბეჭდებოდა ჟურნალ „დილასა“ და გაზეთ „ნორჩ ლენინელში“.
20 წლის ასაკიდან მისი ნოველები პერიოდულად იბეჭდებოდა ჟურნალებში: „მნათობი“, „ცისკარი“, „ჭოროხი".
ავტორია ორი წიგნისა: „ჩემი პატარა ანგელოზი“ (ნოველების კრებული, 1993) და „გიყვარდეთ“ (ეთიკურ-ფსიქოლოგიური ხასიათის მოთხრობები).
სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქ. ბათუმის №1 საშუალო სკოლაში (ახლანდელი №2) პიონერხელმძღვანელად, ბათუმის უნივერსიტეტთან არსებულ აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, კითხულობდა სალექციო კურსს ბათუმის სამედიცინო კოლეჯში (ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ეთიკასა და ესთეტიკაში).
1990 წლიდან მუშაობდა ლანჩხუთის №1 საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
2004-2009 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის მოადგილე.