რურუა ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ილია რურუა''' – ქართველი მწერალი და სცენარისტი...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[აჭარაში მოღვაწე თანამედროვე ქართველი მწერლები]]
+
[[საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი სცენარისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი სცენარისტები]]
 
[[კატეგორია:რურუები]]
 
[[კატეგორია:რურუები]]

მიმდინარე ცვლილება 14:11, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით

ილია რურუაქართველი მწერალი და სცენარისტი. დაიბადა მარტვილის რაიონის სოფელ ორქაში. საშუალო განათლება ბათუმში მიიღო. 1943 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: გაზეთ „საბჭოთა აჭარისა“ და საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის განყოფილების პასუხისმგებელ მდივნად, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილედ, საქართველოს ტელევიზიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მაუწყებლობის რედაქციის მთავარ რედაქტორად, საქართველოს წიგნის პალატის დირექტორად, საქართველოს ტელეფილმების სტუდიის მთავარ რედაქტორად და დირექტორად, საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიის საქმეთა საბჭოს რწმუნებულის მოადგილედ.

1944 წელს გაზეთ „საბჭოთა აჭარაში“ გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა „ერთ წყნარ საღამოს“. ავტორია პროზაული კრებულებისა: „როცა ცხოვრებას შეიტყობ“, „პირველი ხილვა“, „წმინდა ალაგი“, „მზის ყურე", „მწვანე კორდი“, „ფიორდების ტყვე“, „ზარდახშაში მთვლემარე ლომი“.

მისი მოთხრობები სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსზე აღინიშნა პრემიებით; მრავალი მათგანი თარგმნილია უცხო ენებზე.

ილია რურუას კინოსცენარების მიხედვით გადაღებულია სრულმეტრაჟიანი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: „რუსთაველის ნაკვალევზე“, „პალესტინის სიძველეთა საიდუმლოებანი“, „მოლანდება“, „ვინც ქარს სთესავს“

არჩეული იყო თბილისისა და ბათუმის საქალაქო საბჭოების დეპუტატად, საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრად და პუბლიცისტიკის სექციის ბიუროს თავმჯდომარედ.


[რედაქტირება] წყარო

საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები