ფაღავა იუსუფ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იუსუფ ფაღავა“ გადაიტანა გვერდზე „ფაღავა იუსუფ“ გადამისამართე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[აჭარაში მოღვაწე | + | [[საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ]] |
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]] | [[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]] | ||
[[კატეგორია:ფაღავები]] | [[კატეგორია:ფაღავები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:17, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
იუსუფ ფაღავა – (1912-1982), მწერალი, აჭარის დამსახურებული იურისტი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1912 წელს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ყოროლისთავში. აქვე მიიღო დაწყებითი განათლება და სწავლა გააგრძელა ბათუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1933 წელს. 1939 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამავე წელს გახდა აჭარის ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 1952 წელს იუსუფ ფაღავა არჩეულ იქნა აჭარის ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ და ამ თანამდებობაზე მუშაობდა გარდაცვალებამდე. პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას.
იუსუფ ფაღავა ავტორია რამდენიმე ისტორიული და თანამედროვეობის ამსახველი ნაწარმოებებისა. მისი პირველი რომანი „ჩაუმქრალი კერა“ 1959 წელს დაისტამბა. ამას მოჰყვა სხვა რომანები და მოთხრობათა კრებულები: „ქედუხრელნი“ (1962), „ცხოვრების ნაპრალი“ (1969), „საბედისწერო შეცდომა“ (1972), „ბედის ვარსკვლავი“, „წინაპართა აჩრდილები“ (ორ ნაწილად 1975-1978), „ცხოვრების გაკვეთილები“ (1982), „სამტომეული“ (1998).
ჩვენს პროზაში პირველმა, იუსუფ ფაღავამ სცადა წარმოეჩინა XIII საუკუნის დიდი მეცნიერის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ტბელ აბუსერისძის ცხოვრება და მოღვაწეობა.
მინიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული იურისტის წოდება.
დაკრძალულია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ყოროლისთავში.