გორგილაძე მიხეილ
(ახალი გვერდი: '''მიხეილ გორგილაძე''' – (1924-2016), მწერალი, ჟურნალისტი. დაიბადა ოზურ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[აჭარაში მოღვაწე | + | [[საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ]] |
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | [[კატეგორია:ქართველი მწერლები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]] | [[კატეგორია:ქართველი ჟურნალისტები]] | ||
[[კატეგორია:გორგილაძეები]] | [[კატეგორია:გორგილაძეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:21, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
მიხეილ გორგილაძე – (1924-2016), მწერალი, ჟურნალისტი. დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, 1924 წელს. 1941 წელს დაამთავრა ბათუმის №8 საშუალო სკოლა. უმაღლესი ფილოლოგიური განათლება მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სპეციალობა – ქართული ენა და ლიტერატურა).
პირველი მოთხრობა 1942 წელს დაბეჭდა, პირველი წიგნი („გულის ხმა“) – 1956 წელს. გამოცემული აქვს წიგნები: „ჭადრების საიდუმლო“ (რომანი, 1957), „პირველი სიყვარული“ (მოთხრობების კრებული, 1959), „სოფლის აღმართი“, „განაჩენი“ (მოთხრობები, 1969), „გულნარა“ (მოთხრობა, 1972), „განაჩენი“ (მოთხრობა, 1977), „ჭიდილი მთაში“ (მოთხრობა, 1983), „დაუნდობელი წუთისოფელი“ (რომანი, 1999), „მამულის სევდა“ (რომანი, 2003) და სხვ.
1962 წლიდან მუშაობდა გაზეთ „საბჭოთა აჭარაში“ წლების განმავლობაში იყო გაზეთ „კომუნისტის“ საკუთარი კორესპონდენტი. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება.
იყო საქართველოს მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის წევრი.
იყო საქართველოს მწერალთა კავშირის – აჭარის ორგანიზაციის გამგეობის წევრი.