ლიბერალური დემოკრატია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლიბერალური დემოკრატია''' − დემოკრატიული მართვის იმგვარი ფო...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
* საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებზე ორიენტირებული კერძო მეწარმეობა.
 
* საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებზე ორიენტირებული კერძო მეწარმეობა.
 +
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[პოლიტიკა]]
+
* [[პოლიტიკა (Politics)|პოლიტიკა]]
 
[[კატეგორია:მმართველობის ფორმები]]
 
[[კატეგორია:მმართველობის ფორმები]]

მიმდინარე ცვლილება 15:22, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით

ლიბერალური დემოკრატია − დემოკრატიული მართვის იმგვარი ფორმა, რომელიც საზოგადოებრივი თანხმობის იდეალსა და შეზღუდული მმართველობის პრინციპს აერთიანებს. მისი „ლიბერალური“ თვისებები ხელისუფლებაზე მუდმივი კონტროლის მეშვეობით მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი უფლებების დაცვაში ვლინდება, ხოლო „დემოკრატიულობა“ — არჩევნების რეგულარულ და კონკურენტულ სისტემას ეფუძნება, სადაც განმსაზღვრელი საყოველთაო საარჩევნო უფლებისა და პოლიტიკური თანასწორობის პრინციპებია. ამავე ტერმინში შეიძლება პოლიტიკური მოძღვრებაც ვიგულისხმოთ, თუმცა ზოგადად, „ლიბერალური დემოკრატია“ მმართველობის კონკრეტულ ფორმასთან მიმართებით უფრო იხმარება. ამ ტიპის რეჟიმების განმსაზღვრელი ნიშან-თვისებებია:

  • მონიშნული სიის ელემენტი საკონსტიტუციო მმართველობა, რომელიც დადგენილ და, როგორც წესი, სამართლებრივ ნორმებს ეფუძნება.
  • სამოქალაქო თავისუფლებისა და პიროვნული უფლებების უზრუნველყოფა.
  • ხელისუფლების გადანაწილება და კონტროლისა და დაბალანსების სისტემა.
  • რეგულარული არჩევნები, რომელიც ითვალისწინებს პრინციპს: ერთი ამომრჩეველი — „ერთი ხმაა და ყოველი ხმა თანაბრად ფასობს“.
  • პარტიული კონკურენცია და პოლიტიკური პლურალიზმი.
  • სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფთა ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობა.
  • საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებზე ორიენტირებული კერძო მეწარმეობა.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები