ავტორიტარიზმი
(ახალი გვერდი: '''ავტორიტარიზმი''' – ესაა სახელმწიფოს „ზემოდან მართვის“ რწ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | * [[პოლიტიკა]] | + | * [[პოლიტიკა (Politics)|პოლიტიკა]] |
[[კატეგორია:მმართველობის ფორმები]] | [[კატეგორია:მმართველობის ფორმები]] | ||
[[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]] | [[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:24, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
ავტორიტარიზმი – ესაა სახელმწიფოს „ზემოდან მართვის“ რწმენა ან პრაქტიკა, სადაც უფლებამოსილება საზოგადოებისგან თანხმობის მიუხედავად ხორციელდება. ამგვარად, ავტორიტარიზმი (Authoritarianism) ხელისუფლების (Authority) კლასიკური გაგებისაგან განსხვავდება: ეს უკანასკნელი ლეგიტიმურობას ემყარება და ამ მნიშვნელობით იგი „ქვემოდან“ ხორციელდება. ავტორიტარული რეჟიმი ხელისუფლებისადმი საკუთარ სწრაფვას პიროვნების უფლებებზე მაღლა აყენებს. თუმცა, როგორც წესი, ავტორიტარიზმი ტოტალიტარიზმისაგან მაინც განსხვავდება: სახელმწიფოს „ზემოდან მართვა“ — მონარქიული აბსოლუტიზმის, ტრადიციული დიქტატურებისა თუ სამხედრო რეჟიმების დროს — უფრო მეტად ოპოზიციისა და პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვაში გამოიხატება, ვიდრე რადიკალური საბოლოო მიზნით − მთლიანად წაშალოს ზღვარი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის; ამიტომ ავტორიტარული რეჟიმი გარკვეულ ეკონომიკურ, რელიგიურ თუ სხვა სახის თავისუფლებებს ხშირად ეგუება ხოლმე.