ჰალიკარნასის მავზოლეუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰალიკარნასის მავზოლეუმი“ გადაიტანა გვერდზე „[[ჰალიკარნასოსის მ...)
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
[[ანტიკური საბერძნეთი]]  
+
[[ანტიკური საბერძნეთი (ხელოვნების ისტორია)|ანტიკური საბერძნეთი]]  
 
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]
 
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]
 
[[კატეგორია:მსოფლიოს შვიდი საოცრება]]
 
[[კატეგორია:მსოფლიოს შვიდი საოცრება]]
 
[[კატეგორია:ძველბერძნული არქიტექტურა]]
 
[[კატეგორია:ძველბერძნული არქიტექტურა]]

მიმდინარე ცვლილება 15:51, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით

ჰალიკარნასოსის მავზოლეუმი

ჰალიკარნასოსის მავზოლეუმი – (ბერძ. Μαυσωλείο της Αλικαρνασσού), მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება აგებული კარიის მმართველის, მავსოლოსისათვის დაახლოებით ძვ.წ. 353 წელს არქიტექტორების პითეოსისა და სატიროს ჰალიკარნასოსელის მიერ.

მავსოლოსმა, მცირე აზიაში ერთ-ერთი ძლიერი პროვინციის მმართველმა, ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში დაიწყო საკუთარი გრანდიოზული აკლდამის მშენებლობა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ იგი დაასრულა მისმა მშვენიერმა მეუღლემ არტემისიამ (მას შემდეგ სამარხ ნაგებობებს კარიის მმართველის მავსოლოსის სახელის ანალოგიით მავზოლეუმებს უწოდებენ).

ჰალიკარნასოსის მავზოლეუმი გრაადიოული მასშტაბის მდიდრულად მორთული ნაგებობა იყო. მისი სიმაღლე 40-50 მეტრს აღწევდა, სიგრძე 77 მ. იყო, სიგანე – 66 მ. გეგმით ეს იყო კვადრატთან მიახლოებული მართკუთხედი, რომელიც სიმაღლეში 3 ნაწილისაგან შედგებოდა. თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული მძიმე და მასიური ქვედა იარუსი ყველაზე მაღალი იყო და ცოკოლის როლს ასრულებდა. სწორედ აქ იყო მოწყობილი მავსოლოსისა და მისი მეუღლის განსასვენებელი – სათავსი, რომელშიც სარკოფაგები იდგა. მეორე იარუსი ქვედასაგან მკვეთრად განსხვავებულ, სიმსუბუქის შთაბეჭდილებას ქმნიდა, რასაც განაპირობებდა აქ განლაგებული მოხდენილი იონიური სვეტები. ისინი გარს ერტყა შედარებით მცირე ზომის სათავსს, სადაც მავსოლოსისა და მისი მეუღლის სულის მოსახსენებელი რიტუალები იმართებოდა. მესამე იარუსი სახურავს ეჭირა – ეს იყო საფეხურებიანი მარმარილოს პირამიდა; მის თავს ოთხცხენიანი ეტლი კვადრიგა აგვირგვინებდა, რომელზეც მავსოლოსისა და არტემისიას ფიგურები იდგა (სხვა ვერსიით, ეს ზევსისა და ჰერას გამოსახულებები იყო).

სტამბოლი, მავზოლეუმის მინიატურული ასლი
XV ს-ში ოსმალთა მიერ ამ ტერიტორიის დაპყრობისას მავზოლეუმი მთლიანად განადგურდა, ისე, რომ მისი ზუსტი რეკონსტრუქცია არ ხერხდება. მაგ., ცნობილია, რომ მავზოლეუმს ამშვენებდა სამი რელიეფური ფრიზი, მაგრამ მათი ადგილმდებარეობა დადგენილი არაა.

ჰალიკარნასოსის მავზოლეუში საკმაოდ რთული ნაგებობა იყო, რომელშიც მასიური პირველი სართულის სიმძიმესა და მონუმენტურობას უპირისპირდებოდა მეორე სართულის იონიური სვეტნარის სიმსუბუქე და მოხდენილობა. ყოველივე ეს კი, უმდიდრეს სკულპტურულ შემკულობასთან ერთად, ხაზს უსვამდა კარიის მმართველის სიძლიერესა და სიდიადეს; კონკრეტული პიროვნების ამგვარი განდიდება. უცხო იყო მაღალი კლასიკისათვის. ამგვარად, ამ ნაგებობაში მაღალი კლასიკისაგან სრულიად განსხვავებული იდეა იდო. მხატვრულადაც მავზოლეუმი მეტად თავისებური იყო, რადგან მასში ერთმანეთს შეერწყა ბერძნული ორდერული არქიტექტურის ნიშნები და ადგილობრივი აღმოსავლური ტრადიციები. ეს უკანასკნელი ჰალიკარნასოსის მავზოლეუმში გამოვლინდა გრანდიოზული და მდიდრული არქიტექტურული ფორმებისაკენ, ფუფუნებისა და უკიდურესი რაფინირებისაკენ მისწრაფებაში. მავზოლეუმი უხვად იყო შემკული რელიეფებითა და ქანდაკებებით. ცნობილია, რომ მის გასაფორმებლად და სკულპტურებით მოსართავად მოწვეული იყო რამდენიმე ბერძენი ოსტატი ლეოქარესი, პითეოსი, ტიმოთეოსი, ბრიაქსისი და მათ შორის IV ს-ის სახელგანთქმული მოქანდაკე სკოპასიც.


[რედაქტირება] წყარო

ანტიკური საბერძნეთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები