აღმოსავლეთი აზია
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
[[კატეგორია:აზია]] | [[კატეგორია:აზია]] | ||
| − | |||
23:26, 18 აპრილი 2026-ის ვერსია
აღმოსავლეთი აზია – აღმოსავლეთი აზია თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და ბუნებრივი ლანდშაფტების ხასიათით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეგიონია აზიის ფარგლებში. მისი ბუნების ძირითად ნიშნებს და თავისებურებას განსაზღვრავს წყნაროკეანურ სექტორში და კუნძულოვანი და ნახევარკუნძულოვანი ნაწილის თანამედროვე გეოსინკლინურ სარტყელში მდებარეობა. საერთო ნიშანი, რაც აღმოსავლეთ აზიის ვრცელ რეგიონს გააჩნია, ეს არის ატმოსფეროს მუსონური ცირკულაცია და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი პროცესების ნათლად გამოხატული სეზონური რითმი და ცვალებადტენიანი მუსონური ტყეების ლანდშაფტის დომინირება.
აღმოსავლეთ აზიას მერიდიანული მიმართულებით გააჩნია ძალიან დიდი განფენილობა (სუბარქტიკულიდან სუბეკვატორულ სარტყლამდე), რის გამოც რეგიონული კონტრასტები მის ფარგლებში უმთავრესად ყალიბდება ზონალურ-კლიმატური ფაქტორის გავლენით. მნიშვნელოვანი კონტრასტები იქმნება აგრეთვე კონტინენტურ და კუნძულოვან ნაწილებს შორის. აღმოსავლეთი აზია მოიცავს რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის აღმოსავლეთ რაიონებს, მონღოლეთს, იაპონიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას.