სავიტრი
(ახალი გვერდი: '''სავიტრი''' – ''(ინდ.)'' მეფე აშვაპატის ერთადერთი, ულამაზესი ასულ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 2: | ხაზი 2: | ||
და თავდადებულმა მეუღლემ. იგი ისეთი მშვენიერი იყო, რომ ვერავინ ბედავდა მისი ხელის თხოვნას. ბოლოს, მამამ ურჩია | და თავდადებულმა მეუღლემ. იგი ისეთი მშვენიერი იყო, რომ ვერავინ ბედავდა მისი ხელის თხოვნას. ბოლოს, მამამ ურჩია | ||
სავიტრის, თავად აერჩია საქმრო. სავიტრი გავიდა სამოგზაუროდ წმიდა ადგილებში და აჰა, ერთხელ, შეხვდა უფლისწულ სატიავანს, თავისი სამეფოდან განდევნილი ბრმა მეფის ძეს. ლამაზი, თავმდაბალი, მამაცი და სიბრძნით სავსე უფლისწული | სავიტრის, თავად აერჩია საქმრო. სავიტრი გავიდა სამოგზაუროდ წმიდა ადგილებში და აჰა, ერთხელ, შეხვდა უფლისწულ სატიავანს, თავისი სამეფოდან განდევნილი ბრმა მეფის ძეს. ლამაზი, თავმდაბალი, მამაცი და სიბრძნით სავსე უფლისწული | ||
− | შეუყვარდა სავიტრის და ქმრად აირჩია იგი. ოღონდ ღმერთების განგებით სატიავანს ერთი სიცოცხლის წელი დარჩენოდა. ეს სამწუხარო ამბავი სავიტრის ღმერთების მაცნემ ნარადამ გაუმხილა. მაგრამ მშვენიერმა ქალწულმა თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა. მამამაც მიიღო მისი არჩევანი. ქორწილის შემდეგ სავიტრიმ ხის ქერქისგან განდეგილის სამოსელი შეიკერა და ქმართან | + | შეუყვარდა სავიტრის და ქმრად აირჩია იგი. ოღონდ ღმერთების [[განგება|განგებით]] სატიავანს ერთი სიცოცხლის წელი დარჩენოდა. ეს სამწუხარო ამბავი სავიტრის ღმერთების მაცნემ ნარადამ გაუმხილა. მაგრამ მშვენიერმა ქალწულმა თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა. მამამაც მიიღო მისი არჩევანი. ქორწილის შემდეგ სავიტრიმ ხის ქერქისგან [[განდეგილი|განდეგილის]] სამოსელი შეიკერა და ქმართან |
ერთად ტყეში დაიწყო ცხოვრება; იზიარებდა მასთან და მის ოჯახთან ერთად დევნილობის მთელ სიმწარეს. და მაინც ბედნიერი | ერთად ტყეში დაიწყო ცხოვრება; იზიარებდა მასთან და მის ოჯახთან ერთად დევნილობის მთელ სიმწარეს. და მაინც ბედნიერი | ||
იქნებოდა სავიტრი, რომ დღედაღამ არ ეფიქრა სატიავანის ბედზე. დრო გადიოდა, ახლოვდებოდა მისი აღსასრულის დღე. ეს დღეც დადგა: ტყეში სამუშაოდ გასული სატიავანი მოულოდნელად ცუდად შეიქნა, მიწაზე წამოწვა და თავი სავიტრის კალთაში ჩადო. | იქნებოდა სავიტრი, რომ დღედაღამ არ ეფიქრა სატიავანის ბედზე. დრო გადიოდა, ახლოვდებოდა მისი აღსასრულის დღე. ეს დღეც დადგა: ტყეში სამუშაოდ გასული სატიავანი მოულოდნელად ცუდად შეიქნა, მიწაზე წამოწვა და თავი სავიტრის კალთაში ჩადო. | ||
ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ინდური მითები]] | [[კატეგორია:ინდური მითები]] | ||
+ | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] |
მიმდინარე ცვლილება 10:11, 10 ივლისი 2017 მდგომარეობით
სავიტრი – (ინდ.) მეფე აშვაპატის ერთადერთი, ულამაზესი ასული, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც ერთგულმა და თავდადებულმა მეუღლემ. იგი ისეთი მშვენიერი იყო, რომ ვერავინ ბედავდა მისი ხელის თხოვნას. ბოლოს, მამამ ურჩია სავიტრის, თავად აერჩია საქმრო. სავიტრი გავიდა სამოგზაუროდ წმიდა ადგილებში და აჰა, ერთხელ, შეხვდა უფლისწულ სატიავანს, თავისი სამეფოდან განდევნილი ბრმა მეფის ძეს. ლამაზი, თავმდაბალი, მამაცი და სიბრძნით სავსე უფლისწული შეუყვარდა სავიტრის და ქმრად აირჩია იგი. ოღონდ ღმერთების განგებით სატიავანს ერთი სიცოცხლის წელი დარჩენოდა. ეს სამწუხარო ამბავი სავიტრის ღმერთების მაცნემ ნარადამ გაუმხილა. მაგრამ მშვენიერმა ქალწულმა თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა. მამამაც მიიღო მისი არჩევანი. ქორწილის შემდეგ სავიტრიმ ხის ქერქისგან განდეგილის სამოსელი შეიკერა და ქმართან ერთად ტყეში დაიწყო ცხოვრება; იზიარებდა მასთან და მის ოჯახთან ერთად დევნილობის მთელ სიმწარეს. და მაინც ბედნიერი იქნებოდა სავიტრი, რომ დღედაღამ არ ეფიქრა სატიავანის ბედზე. დრო გადიოდა, ახლოვდებოდა მისი აღსასრულის დღე. ეს დღეც დადგა: ტყეში სამუშაოდ გასული სატიავანი მოულოდნელად ცუდად შეიქნა, მიწაზე წამოწვა და თავი სავიტრის კალთაში ჩადო. ამ დროს მათ თავზე დაადგა წითლებით მოსილი წითელთვალებიანი, მზესავით გაბრწყინებული კაცი, რომელსაც ხელში მარყუჟი ეჭირა. ეს იყო სიკვდილის ღმერთი იამა. მან უსიტყვოდ ამოართვა სატიავანს სული – ცეროდენა ადამიანის სახით და სამხრეთისაკენ, მკვდართა სამეფოსკენ, გაემართა. დამწუხრებული სავიტრი გაჰყვა მის კვალს. „დაბრუნდი, სავიტრი, დაბრუნდი და დამარხე შენი ქმარი, აღუსრულე ყოველი წესი, რაც მართებს ცოლს. ეს არის შენი უკანასკნელი ვალი მის წინაშე. შენ უკვე ისე შორს ხარ წამოსული, რომ ვეღარ დაბრუნდები უკან“. მაგრამ სავიტრის გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე გაჰყოლოდა ქმარს, თუნდაც მისი ბედი გაეზიარებინა. სიკვდილის ღმერთს ისე მოეწონა სავიტრის თავდადება, რომ ჯერ თვალის ჩინი დაუბრუნა მის მამამთილს, მერე დაკარგული სამეფო. მამამისს და მასაც ასი ვაჟი შესძინა. ბოლოს, მის ქმარსაც დაუბრუნა სიცოცხლე. ცხოვრობდნენ ისინი თანხმობასა და სიყვარულში ოთხასი წელი.