ჩინვატის ხიდი
(→წყარო) |
|||
ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ირანული მითები]] | [[კატეგორია:ირანული მითები]] | ||
+ | [[კატეგორია:ქვესკნელი]] |
11:26, 10 ივლისი 2017-ის ვერსია
ჩინვატის ხიდი – (ირან.) უფსკრულზე გადებული ბეწვის ხიდი, რომელზეც გარდაცვლილთა სულებმა უნდა გაიარონ.
აი, როგორ წარმოიშვა ეს ხიდი, რომელიც სწრაფ და ბობოქარ მდინარეზეა გადებული. ერთხელ ზარათუშთრამ დაინახა, რომ შვიდი მოხუცი იდგა მდინარის პირას და ვერ ბედავდა გაღმა გადასვლას. ზარათუშთრას რჩევით მათ ერთმანეთს ჩაკიდეს ხელები და შექმნეს რაღაც ხიდის მაგვარი. იგი ჩაუდგა მათ სათავეში და უვნებლად გადაიყვანა ისინი მეორე ნაპირზე. ამ ცოცხალი ხიდის ყაიდაზე იქნა აგებული ჩინვატის ხიდი. გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს სულები მიადგებიან ამ ხიდს; ცოდვებით დამძიმებულნი უფსკრულში ჩაცვივდებიან, ხოლო უცოდველნი მსუბუქად გაივლიან მასზე, რათა აჰურა-მაზდას ნათელ სამეფოში შევიდნენ.
ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ხიდს ავი ქოფაკები დარაჯობენ. ცოდვილი სულის მიახლოებისას ხიდი სამართებლის პირივით ვიწროვდება, უცოდველის მიახლოებისას კი „ცხრა შუბისა თუ ოცდაშვიდი ისრის“ ზომაზე ფართოვდება, რათა სული თამამად გავიდეს გაღმა მხარეს. მეორე ნაპირზე კეთილს და უცოდველს თავისი საქმეები თხუთმეტი წლის ულამაზესი ქალწულის სახით ეგებება. აქედან პირველ ნაბიჯზე სული შედის კეთილ ზრახვათა სამეფოში, მეორე ნაბიჯზე – კეთილ სიტყვათა სამეფოში, მესამე ნაბიჯზე – კეთილ საქმეთა სამეფოში, მეოთხე ნაბიჯზე კი აჰურამაზდას მარადიულ ნათელს ეზიარება. ცოდვილი და დაწყევლილი სული თავის საქმეებს საზარელი დედაბერის სახით იხილავს და ბოროტ ზრახვათა, ბოროტ სიტყვათა და ბოროტ საქმეთა საუფლოს გავლის შემდეგ ანჰრო-მაინიუსა და ავსულთა ტყვეობაში მოხვდება.