სოფელ ღვრიას ზურგიანი კოშკი
(ახალი გვერდი: ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან '''სოფელ ღვრიას ზუ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:ერედვის მუნიციპალიტეტის არქიტექტურილი ძეგლები]] | [[კატეგორია:ერედვის მუნიციპალიტეტის არქიტექტურილი ძეგლები]] | ||
| − | [[კატეგორია:საქართველოს ციხე- | + | [[კატეგორია:საქართველოს ციხე-კოშკები]] |
მიმდინარე ცვლილება 00:19, 19 მაისი 2026 მდგომარეობით
სოფელ ღვრიას ზურგიანი კოშკი - სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ., მაღალ მთაზე მდებარე კოშკის მხოლოდ შვიდი სართულია გადარჩენილი. ნაგებობა ე.წ. ”ზურგიანი კოშკების” რიცხვს მიეკუთვნება, მისი სამხრეთი ნახევარი სწორკუთხაა, ჩრდილოეთისა კი - ნახევარწრიული. პირველი სართული ამოვსებულია ნანგრევებითა და მიწით. აგრეთვე სართულშუა გადახურვის ნამუსრევებით, რაც ართულებს კოშკის აზომვას. სართულშუა გადახურვა ბრტყელი იყო. ჩანს საკოჭე ბუდეები. კოშკში შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია. იგი ნაოთხალია. კედლის სისქეში დატანებულია საურდულე ხვრელი. სამხრეთი კედლის მთელ აყოლებაზე პირველ და მეშვიდე საკოშკის შიგნით ამოსულია დიდი ზომის ხეები. ამდენად სართულიანობის დადგენა შეუძლებელია. კედლებს ბზარები აქვს გაჩენილი. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა