აშნანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:შუმერული მითები]] | [[კატეგორია:შუმერული მითები]] | ||
[[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ქალღმერთები]] |
| − | [[კატეგორია:შუმერული | + | [[კატეგორია:შუმერული ქალღმერთები]] |
12:02, 25 ივლისი 2017-ის ვერსია
აშნანი – (შუმ.) „მარცვალი“, მარცვლეულის დედრული ღვთაება.
აშნანი შეიქმნა ცაში ანუნაქების გამოსაკვებად, მაგრამ რაკი მათ ვერ შეძლეს მისი გამოყენება ადამიანის ხელშეწყობის გარეშე, ენქის მოთხოვნითა და ენლილის ბრძანებით იგი მიწაზე დაეშვა.
„აშნანს ღმერთებმა სახლი აუშენეს, მისცეს მას გუთანი და უღელი“, ნათქვამია ერთ ტექსტში. აშნანი ნედლი, მოუწეველი პურეულის განსახიერებაა, რაზეც უნდა მიუთითებდეს მისი ეპითეტი „ქალწული“. ერთ ტექსტში ნათქვამია: „სათესლე ხნულში მდგარი აშნანი ქალწულია, სიუხვით დატვირთული“.
ამავე დროს აშნანი განსახიერებაა პურისა: „კეთილი (ტკბილი) პური, საქვეყნო პური“.