ალხაზიშვილი ილია სოლომონის ძე
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[ალხაზიშვილი ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Ilia alxaziSvili.png|200პქ|მარჯვნივ]] | [[ფაილი:Ilia alxaziSvili.png|200პქ|მარჯვნივ]] | ||
| − | '''ალხაზიშვილი | + | '''ალხაზიშვილი ილია სოლომონის ძე''' (1853, 3/IX – 1921, 13(27)/I) – მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფ-ბიბლიოგრაფი, ბუნებისმეტყველი და პროვიზორი, მამულიშვილობით და ეროვნული ინტერესების დაცვით ცნობილი. |
==ბიოგრაფია== | ==ბიოგრაფია== | ||
დაიბადა სოფ. ზიარში, სიღნაღის მაზრაში, ყმის ოჯახში. მამა დაღესტნის სამხედრო უფროსის, სიმონ შალიკაშვილის ყმა იყო, დედა – ნინო, გლეხი, დიასახლისი. | დაიბადა სოფ. ზიარში, სიღნაღის მაზრაში, ყმის ოჯახში. მამა დაღესტნის სამხედრო უფროსის, სიმონ შალიკაშვილის ყმა იყო, დედა – ნინო, გლეხი, დიასახლისი. | ||
12:44, 15 ივნისი 2026-ის ვერსია
ალხაზიშვილი ილია სოლომონის ძე (1853, 3/IX – 1921, 13(27)/I) – მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფ-ბიბლიოგრაფი, ბუნებისმეტყველი და პროვიზორი, მამულიშვილობით და ეროვნული ინტერესების დაცვით ცნობილი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაიბადა სოფ. ზიარში, სიღნაღის მაზრაში, ყმის ოჯახში. მამა დაღესტნის სამხედრო უფროსის, სიმონ შალიკაშვილის ყმა იყო, დედა – ნინო, გლეხი, დიასახლისი.
მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ გურჯაანში, დალაქ ოჰანეზას ცოლს მიაბარა ანბანის შესასწავლად, სადაც ილიამ „ქვაბის მურის მონალესით ხარის ბეჭზე“ წერა-კითხვა ისწავლა. 6 წლისა (1859) ბიძამ, ივანე ალხაზიშვილმა, აღსაზრდელად ქ. ზაქათალას, გენერალ შალიკაშვილთან წაიყვანა, რომელმაც დანახვისთანავე მასში სიცქვიტე შენიშნა, ყმობიდან გათავისუფლა, ზაქათალის მოქალაქედ ჩაწერა და მასწავლებელი დაუქირავა გიმნაზიაში შესაყვანად; მაგრამ ბატონი მეამბოხე ლეკებმა მოჰკლეს. მიუხედავად იმისა, რომ კნეინას ანდერძი ჰქონდა დატოვებული – ამ ბავშვს ასწავლეთო, – ი. ალხაზიშვილი ერთხანს სოფ. ვეჯინის მღვდელს მიაბარეს, რომელიც ჯორ-ცხენს ამწყემსინებდა.
სწავლობდა ვეჯინის სამრევლო სკოლაში. კეთილი ადამიანების დახმარებით გორის აფთიაქში მოწაფედ შესვლა მოახერხა, მაგრამ რადგან ამ წოდების მისაღებად საჭირო იყო სამაზრო სასწავლებლის დამთავრების მოწმობა, ორი წლის ბეჯითი მეცადინეობით თბილისის საავადმყოფოში გამოცდა ჩააბარა და 1872 წელს ქ. ახალქალაქში ფერშლად გამწესდა. 1883 წელს, თვითმომზადებით ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გამოცდა ჩააბარა და აფთიაქის მოწაფის მოწმობა მოიპოვა. 1889 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად ჩაეწერა. 1891 წელს პროვიზორის დიპლომი აიღო [ჩუმ ეხიმია ლაუდა, ე. ი. „ქებით“] და 1893 წელს ჯავახეთის ახალქალაქში აფთიაქი გახსნა, სადაც სააფთიაქო საქმიანობასთან ერთად, თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე, ყოველგვარ საზოგადო საქმესა და მწერლობაში მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა.
წერა 1875 წელს დაიწყო („წერილი ჯავახეთიდან“, „დროება“). 1875–1877 წწ. „დროებაში“ აქვეყნებდა კორესპონდენციებს ყოველდღიურ ჭირ-ვარამზე; 1890-იანი წლებიდან „ჯეჯილში“ – „პატარ-პატარა სამეცნიერო წერილებს“ ბუნებისმეტყველებიდან; ჟურნალ-გაზეთებში – ვრცელ ეთნოგრაფიულ, სამეცნიერო-სამკურნალო და კრიტიკულ-ბიბლიოგრაფიულ მიმოხილვებსა და შენიშვნებს.
თავის წერილებში ეხებოდა საქართველოს მდგომარეობას, სწავლა-განათლებას, ნივთიერ და უფლებრივ მხარეს, მესხეთ-ჯავახეთის წარსულსა და აწმყოს, აღწერა ზემო ქართლი (იგივე მესხეთ-ჯავახეთი) ტრაპეზუნამდე თურქებმა როგორ წაგვტაცეს და სხვ. იცავდა ქართული ენის სიწმინდეს, ჰკრებდა ხალხურ ზეპირ ნაწარმოებებს და სხვ. მისი რწმენით: „მეცნიერება შემოქმედი ძალაა, რომლითაც უძლური და სუსტი ადამიანიც კი ყოვლად ძლიერი ხდება და სულით აღფრთოვანებული უსაზღვრო სიხარულს ეძლევა... ყოველგვარ ბრძოლაში საბოლოო გამარჯვებული რჩება ხალხი, მეცნიერებით შეიარაღებული“ (ჟურნ. „განათლება“, 1913, № 1); „ერთი უზენაესი მოვალეობათაგანი კაცისათვის არის სამშობლოს სიყვარული და მისი ერთგულება“-ო და სხვ.
ი. ალხაზიშვილის ფსევდონიმებია: ილიკო, ი. ალხ., ი. ა.
დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე (შემდგომ კიროვის სახ. პარკი).
ცალკე გამოცემულია
- ბუნება და ცხოვრება (მგზავრის დღიურიდან). – თბ., 1897. – 192 გვ. [სადაც „დაწვრილებით, დიდის საქმის ცოდნით და დაკვირვებით აწერილია მთელი ახალციხის მაზრა ისტორიულად, ეთნოგრაფიულად და გეოგრაფიულად მშვენიერის ქართულის ენით“ („ცნობის ფურცელი“, 1897, № 107);
- ბუნება სურათებში [ჯეჯილის ალბომი]. – ტფ., 1899. – 21 [25] გვ.;
- დიფტერიტი (ჩვენებურად ყალათმა – ხუნაგი, ანუ ყელჭირვება). ამ ჭირის ცნობა, მისგან თავის დაცვა და მისი წამლობა. – თბ., 1902. – 34 გვ.;
- Краткий исторический очерк врачебного дела в Грузии. – 1902.
შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა
- ფარმაცევტული ტერმინები ანუ ქართულ-რუსულლათინური სახელები წამლებისა, 2178 ტერმინი და მათი სინონიმი, ანბანთა რიგზე (აგროვებდა 30 წელი);
- ბუნების ლექსიკონი. ბუნების ყველა დარგის ტერმინოლოგია (ასტრონომია, ფიზიკა, მინერალოგია, ბოტანიკა, ზოოლოგია, ანატომია, მედიცინა საზოგადოდ, ქიმია და სხვ.);
- რაჭა-ლეჩხუმი, მისი ბუნება და ხალხის ცხოვრება;
- ქართული საექიმო წიგნი (ექიმობის ისტორია, ძველი ქართული ანბანი და სხვ.).
გამოქვეყნებულია
- დუხაბორიიდამ // დროება. – 1878. – № 24; ქიზიყის მეოხრეები. – № 127; დუხაბორებიდგან. – № 130; ახალქალაქი. – № 132; აბასთუმანი. – № 174;
- სუბან ქართულად თუთუბოა, თუ თრიმლი? // კვალი. – 1893. – № 41;
- როგორ იმარხება ჯავახეთში მიცვალებული // ივერია. – 1894. – № 187;
- ფარმაცევტული ტერმინები ქართულ ენაზე // ივერია. – 1894. – № 15, 16;
- ცხოველთა ცხოვრება ზღვა-ოკეანეთა უფსკრულში // კვალი. – 1894. – № 19, 21, 28, 29, 30;
- ეთნოგრაფიული წერილი ახალციხიდან // ივერია. – 1897. – № 84;
- ვარძია ინგრევა // ივერია. – 1897. – № 46;
- ხიზაბავრა. იქაურ ქართველობაზე // ივერია. – 1897. – № 78;
- ასპინძის ომი. ისტორიული მასალა // ივერია. – 1898. – № 34;
- კრიტიკა და ბიბლიოგრაფია // კვალი. – 1899. – № 22; მოამბე. – 1903. – № 12; განათლება. – 1909. – № 1; 1912. – № 1, 2, 4-10; 1913. – № 6. – გვ. 470-480; № 7. – გვ. 556-559; 1914. – № 1, 2, 4-6;
- როგორ გაჩნდა ღვინო. ხალხური ლეგენდა // მოგზაური. – 1901. – № 1;
- უდიდესი მტერი კაცობრიობისა // დროება. – 1909. – № 159;
- ხოლერა // დროება. – 1909. – № 164;
- ბუნება და სამკურალო მეცნიერება // განათლება. – 1913. – № 1, 3, 4, 6-8, 10; 1914. – № 8, 9;
- მტკვარი, ჭოროხი და თამარ მეფე // ჯეჯილი. – 1913. – № 7-10; 1914. – № 1-10;
- საანატომიო და საფიზიოლოგიო ტერმინები // განათლება. – 1913. – № 6-8;
- ამბავი ზესკნელისა (მზე და მისი საბრძანებელი) // ჯეჯილი. – 1915. – № 6;
- ზღვის ფრინველები // ჯეჯილი. – 1919. – № 1.
მის შესახებ
- გომართელი, ივ. ბუნება და ცხოვრება: [კრიტიკული შენიშვნები] // კვალი. – 1898. – № 51, 52;
- ჩიჩუა, ზ. მცირე შენიშვნა (წამლების ქართული ტერმინოლოგიისათვის) // კვალი. – 1899. – № 29;
- ლუკაშვილი, ტ. კავკასიის ფარმაცევტთა საზოგადოება და ბ-ნ ილია ალხაზიშვილის „მოღვაწეობა“ 1901–1902 წლებში // კვალი. – 1902. – № 50
- იაშვილი, აბელ. პასუხი ბ. ალხაზიშვილს // მოამბე. – 1904. – № 11. – გვ. 71-74;
- როსტომაშვილი, ივ. პროვიზორს ი. ალხაზიშვილს // მოგზაური. – 1904. – № 3–4. – გვ. 300-302;
- კახაბერი [ბოცვაძე, ლ.]. სამწერლო ასპარეზზე მოღვაწე ილია ალხაზიშვილი // განათლება. – 1916. – № 1. – გვ. 58-64;
- გრიშაშვილი, ი. ილია ალხაზიშვილი // ლიტერატურა და ხელოვნება. – 1946. – № 12. – გვ. 3;
- კეკელიძე, მ. ილია ალხაზიშვილი // სახალხო განათლება. – 1951. – № 8.
გამოყენებული ლიტერატურა
- თეატრი. – 1886. – № 23. – გვ. 235;
- ქართული ბიბლიოგრაფია: 1. ქართულ პერიოდულ გამოცემებში (1852-1910) მოთავსებული სტატიებისა და მასალების მაჩვენებელი. – პეტროგრადი, 1916. – გვ.: 1, 9, 33, 43, 77;
- ნეკროლოგი // ჯეჯილი. – 1921. – აგვისტო. – გვ.: 28-34;
- ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია / გ. აბზიანიძის რედ. და წინსიტყვ.; ბიბლიოგრ. რედაქცია და საძიებლები თ. მაჭავარიანის. – ნაკვ. 2: 1877-1892. – თბ., 1941. – გვ. 384; ნაკვ. 3: (1893-1905). – თბ., 1944. – გვ.: 784, 785;
- ქართული წიგნი: ბიბლიოგრაფია. – ტ. I: 1629-1920. – თბ., 1941. – გვ. 469.