ამბროსი ხელაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Ambrosi kaTalikos-patriarqi.jpg|thumb|'''კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია) '...)
 
ხაზი 53: ხაზი 53:
 
# სრულიად საქართველოს „საკათალიკოსო სინოდის უწყებათა კრებული“. – 1927.
 
# სრულიად საქართველოს „საკათალიკოსო სინოდის უწყებათა კრებული“. – 1927.
  
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[[ამბროსი კათოლიკოს-პატრიარქი]]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

17:24, 15 ივნისი 2026-ის ვერსია

კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია)

ამბროსი (დ. 7 სექტემბერი, 1861 – გ. 29 მარტი 1927) – კათალიკოს-პატრიარქი, სიძველეთა მკვლევარი და პოლიტიკური მოღვაწე, ერისკაცობაში – ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია. დაიბადა სენაკის მაზრის სოფ. მარტვილში. 1885 წელს დაამთავრა ტფილისის სასულიერო სემინარია, 1901 წელს – ყაზანის სასულიერო აკადემია. 1887 წელს, ქ. სოჭში მღვდლად ეკურთხა, გამწესდა სოხუმის საკათედრო ტაძრის მღვდლად და სოხუმის ოლქის მთავარხუცესად (ბლაღოჩინად).

იყო სხვადასხვა კომიტეტისა და არქეოლოგიური კომისიის წევრი. 1899 წელს, სტუდენტობის დროს, ბერად აღიკვეცა და ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად.

აკადემიის დამთავრების შემდეგ მსახურობდა უსტ-მედვედიცკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად. საქართველოში ჭელიშისა და იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა წინამძღვრად მსახურობდა, ამავე დროს – სინოდის კანტარის წევრად. საქართველოს სიძველეთა მოყვარულმა, ჭელიშის მონასტერში წმ. ნინოს ცხოვრების ახალი ვარიანტი აღმოაჩინა, რომელსაც „ჭელიშის ვარიანტი“ ეწოდა.

1901 წლის 1 იანვრიდან, როგორც საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის (ავტოკეფალობის) ერთ-ერთი დაუცხრომელი მუშაკი, რუსის თვითმპყრობელ სასულიერო და საერო მთავრობამ რიაზანის სამების მონასტერში მღვდელმოქმედებათა აღკვეთის პირობით გადაასახლა. იმავე წლის დეკემბერში დაუბრუნეს მღვდელმოქმედებათა შესრულების უფლება და ნოვგოროდის სტარორუსის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს, საიდანაც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.

1917 წლის 2/17 ოქტომბერს მიტროპოლიტის ხარისხი მიენიჭა.

1921 წლის 7 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს, ხოლო იმავე 1921 წლის 14 ოქტომბერს – კათოლიკოს-პატრიარქის საყდარზე აიყვანეს.

ამბროსიმ გენუის კონფერენციას მემორანდუმი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ რუსის ჯარმა 1921 წელს საქართველო ძალით დაიპყრო, საქართველოს ქონება გაზიდა, მიწა-წყალი უცხოელებს გადასცა და სხვ. ამ მოსაზრებათა გამო ამბროსიმ სიონის ტაძრიდან განძეულობა მიაფარა.

ამ საქმის თაობაზე საბჭოთა ხელისუფლებამ ამბროსი 1 წლით საკუთარ ბინაში დაატუსაღა, 16 თვით – ციხეში (აქედან 2 თვე – ცალკე). მასთან ერთად დატუსაღებულნი და უზენაესი სასამართლოს პასუხისგებაში მიცემულნი იყვნენ საკათალიკოსო საბჭოს წევრები, სასულიერო პირები – დეკანოზები: კ. ცინცაძე, მ. ტყემალაძე, ი. მირიანაშვილი, ზ. კანდელაკი, იასონ კაპანაძე; საეროები – რ. ივანიცკი (რ. ინგილო) და ნ. თავდგირიძე. გაასამართლეს საჯაროდ – ნაძალადევის თეატრში, 1924 წლის 10-20 მარტს.

სამხედრო ტაძრის ჩამორთმევის გამო ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად ნიკო არჯევანიძე და დეკ. ანტონ თოთიბაძე გაასამართლეს; ამავე კრებაზე დაატუსაღეს: დეკ. ივ. ქავჟარაძე, დეკ. ილო შუბლაძე, დავ. დავითაშვილი, პავლე ეპისკოპოსი (ჯაფარიძე) და დიმ. ლაზარიშვილი.

გასამართლების დროს ამბროსის და მის თანაბრალდებულთ თავი შეუდრეკელად ეჭირათ. მემორანდუმის სიმართლე დაადასტურეს, ხოლო განძეულის გადაფარვის შესახებ თქვეს, რომ როცა საქართველოს უცხო, გარეშე მტერი შემოესეოდა, სამღვდელოება საეკლესიო ქონებას ერისთვის შესანახად საიმედო ალაგას მალავდა. ამიტომ ამბროსიმ თავი დამნაშავედ არ სცნო. ბრალდებულებს იცავდნენ ი. ბარანაშვილი, კ. ნინიძე.

როცა ამბროსის შეეკითხნენ – როდისმე პასუხისგებაში ხომ არ იყავი მიცემულიო, მიუგო: „მეფის თვითმპყრობელობის დროს მდევნიდნენ და დამსაჯეს სწორედ იმისთვის, რისთვისაც თქვენ მასამართლებთო“. არც სასჯელს შეუშინდა: „სიკვდილისა არ მეშინია, ადამიანის სული უკვდავია, სული – ღმერთს ეკუთვნის, გული – სამშობლოს, ხოლო გვამი – თქვენ, რაც გინდათ მიყავითო“. ამბროსის მიუსაჯეს 9 წელი გადასახლებით, სადაც 14 თვეს იჯდა, ხოლო 1 წელი – შინაპატიმრობაში გაატარა. გასამართლებამ მას სამშობლოსათვის წამებულის სახელი მოუპოვა.

როგორც მწერალი, ყველა ჟურნალ-გაზეთში თანამშრომლობდა, განსაკუთრებით – „მწყემსში“, „შინაურ საქმეებში“, ხომლელის ჟურ. „ცხოვრებაში“, რუსულ „Духовный вестник“-ში, „Петроградские ведомости“-ში, „Сотрудник“-ში (სოხუმში). წერილებს უმთავრესად საქართველოს საეკლესიო და საერო ისტორიაზე წერდა; ეპ. ანდრია უხტომსკის „Московские ведомости“-ში ვოსტორგოვს ეკამათებოდა.

ამბროსის ფსევდონიმები იყო: ამბერი, კორინ ბედიელი და სახელი ამბროსი.

როგორც მღვდელმთავარი, მუდამ ერის კულტურულ-ზნეობრივ დაწინაურებასა და ამაღლებაზე ზრუნავდა, მრევლის ჭირისუფალი იყო.

გამოყენებული ლიტერატურა:
  1. ღამბაშიძე, დ. ფრიად სასიამოვნო მოვლენა // მწყემსი. – 1901. – №22. – გვ. 2-3;
  2. ჟურნალ-გაზეთებიდან // მწყემსი. – 1905. – №9-10. – გვ. 12;
  3. საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება // ისარი. – 1907. – 30 დეკემბერი. – №287. – გვ. 2;
  4. კიდევ ეპისკოპოსების დაპატიმრებასთან დაკავშირებით // შინაური საქმეები. – 1909. – №9. – გვ. 16;
  5. ორი სამწუხარო ამბავი // შინაური საქმეები. – 1909. – №4. – გვ. 16. – ამოღებულია გაზ. „Нов. Закав.“ №20;
  6. უტყუარი საბუთებიდან შევიტყეთ... // შინაური საქმეები. – 1909. – №22. – გვ. 12;
  7. ქუთაისის თავად აზნაურთა წარმომადგენლების საგანგებო კრება // შინაური საქმეები. – 1909. – №8. – გვ. 14-15;
  8. შეკითხვა // შინაური საქმეები. – 1909. – №7. – გვ. 16;
  9. არქიმანდრიტი ამბროსი დანიშნეს ნოვგოროდის გუბერნიაში... // მწყემსი. – 1910. – №3. – გვ. 13;
  10. გაზ. „დროების“ პეტერბურგული კორესპონდენტი... // შინაური საქმეები. – 1910. – №5. – გვ. 16;
  11. კასპ-ს პეტერბურგიდან დეპეშით ატყობინებენ... // მწყემსი. – 1910. – №4. – გვ. 12;
  12. როგორც გაზ. გვატყობინებენ... // შინაური საქმეები. – 1911. – №11. – გვ. 7;
  13. მახარაძე, ფ. პატრიარქ ამბროსის მღვდელმთავრული ჭორიკანობა: [საბჭოთა საქართველოს წინააღმდეგ გენუის კონფერენციისადმი მოწოდების შესახებ] // კომუნისტი. – 1922. – 7 ივნისი. – № 126. – გვ. 1;
  14. საქართველოს პატრიარქების მუშაობა: [გენუის კონფერენციისადმი საბჭოთა საქართველოს წინააღმდეგ პატრიარქ ამბროსის და ნ. ჟორდანიას მოწოდების შესახებ] // კომუნისტი. – 1922. – 4 ივნისი. – №125. – გვ. 2;
  15. ოკუჯავა, ნ. პარიტეტული კონტრრევოლუციის გასამართლება: [საუბარი რესპუბლიკის პროკურორის უფროს თანაშემწესთან] // კომუნისტი. – 1925. – 8 ივლისი. – №154. – გვ. 2;
  16. გადამალულ საეკლესიო განძეულობათა აღმოჩენა: [გადამალვის ისტორია და განძეულობის სია] // კომუნისტი. – 1923. – 19 მაისი. – №112. – გვ. 1;
  17. კათალიკოს ამბროსის და მისი „ძმების“ გასამართლება // კომუნისტი. – 1924. – 11 მარტი. – №58. – გვ. 2; 12 მარტი. – № 59. – გვ. 1, 2, 4; 14 მარტი. – № 60. – გვ. 3; 15 მარტი. – №61. – გვ. 1; 16 მარტი. – №62. – გვ. 3; 18 მარტი. – №63. – გვ. 3, 4; 20 მარტი. – №64. – გვ. 3; 21 მარტი. – №65. – გვ. 3; 23 მარტი. – №67. – გვ. 3; 1 თებერვალი. – №26. – გვ. 5;
  18. მუშა ხარატი. უძღვნი ”წმინდა მამებს” ამბროსს და სხვებს: [ლექსი] / მუშა ხარატი // კომუნისტი. – 1924. – 14 მარტი. – №60. – გვ. 3;
  19. ხაშურის მუშების დელეგაცია „კომუნისტის“ რედაქციაში: [კათოლიკოს ამბროსის პროცესზე უზენაესი სასამართლოსათვის ხაშურის მუშათა კრების რეზოლუციის გადასაცემად] // კომუნისტი. – 1924. – 21 მარტი. – №65. – გვ. 5;
  20. Заря Востока. – 1924. – მარტის ნომრები;
  21. Пламя. – 1924. – № 5;
  22. ბრძოლა. – 1927. – № 22. – 17-19 გვ;
  23. სრულიად საქართველოს „საკათალიკოსო სინოდის უწყებათა კრებული“. – 1927.

იხილე აგრეთვე

ამბროსი კათოლიკოს-პატრიარქი

წყარო

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი 1801-1952

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები