ლიონიძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლიონიძე ალექსანდრე“ გადაიტანა გვერდზე „ლექსანდრე ლიონიძე ა“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლექსანდრე ლიონიძე ა“ გადაიტანა გვერდზე „ლიონიძე ალექსანდრე“ ...)

00:21, 22 ივნისი 2026-ის ვერსია

ალექსანდრე ლიონიძე – ( 29.08.1856-1929), გენერალ-მაიორი (11.11.1914)

რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი, არტილერისტი, 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის, 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის და I მსოფლიო ომის მონაწილე.

დაიბადა გორის მაზრის სოფელ სასირეთში. საერო განათლება მიიღო თბილისის რეალურ სასწავლებელში, შემდეგ დაამთავრა კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი და ოფიცრების მსროლელთა სკოლა.

სამხედრო სამსახურში შევიდა 1877 წელს. მონაწილეობდა 1877-1878 წლების რუსეთ- თურქეთის ომში. 1879 წლიდან პრაპორშიკია, 1880 წლიდან – პოდპორუჩიკი, 1883 წლიდან – შტაბს-კაპიტანი, ხოლო 1895 წლიდან – კაპიტანი. ამ წოდებაში მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში, მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას. 1904 წელს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება.

1910 წლის 4 მარტს დაინიშნა კავკასიის მსროლელთა საარტილერიო პარკის მეთაურად.

1911 წლის 13 ივლისს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, 1912-1914 წლებში მეთაურობდა კავკასიის მე-2 მორტირთა საარტილერიო დივიზიონს.

მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც ომის მიმდინარეობის პირველივე ეტაპზე მძიმედ დაიჭრა. 1914 წლის 11 ნოემბერს გადადგა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით, პენსიით და გენერალ-მაიორის სამხედრო წოდების მინიჭებით.

1918-1921 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში, სამხედრო სამინისტროს სააღრიცხვო განყოფილების უფროსად.

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოვდა წმინდა სტანისლავის III (1895 წ.) და II ხარისხის ორდენით (1916 წ.); წმინდა ანას III (1899 წ.) და II ხარისხის ორდენით (1909 წ.); წმინდა ვლადიმირის IV (25 წლიანი სამხედრო სამსახურისათვის – 1915 წ.) და III ხარისხის ორდენით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები