ჭავჭავაძე ალექსანდრე (გენერალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 27: ხაზი 27:
 
[[კატეგორია:ქართველი გენერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი გენერლები]]
 
[[კატეგორია:რუსეთის არმიის ქართველი გენერლები‏‎]]
 
[[კატეგორია:რუსეთის არმიის ქართველი გენერლები‏‎]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს პირველი რესპუბლიკის გენერლები]]
 
[[კატეგორია:წმინდა სტანისლავის III ხარისხის  ორდენოსნები]]
 
[[კატეგორია:წმინდა სტანისლავის III ხარისხის  ორდენოსნები]]
 
[[კატეგორია:წმინდა სტანისლავის II ხარისხის  ორდენოსნები]]
 
[[კატეგორია:წმინდა სტანისლავის II ხარისხის  ორდენოსნები]]
ხაზი 33: ხაზი 34:
 
[[კატეგორია:წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის  ორდენოსნები]]
 
[[კატეგორია:წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის  ორდენოსნები]]
 
[[კატეგორია:წმინდა ვლადიმირის III  ხარისხის  ორდენოსნები]]
 
[[კატეგორია:წმინდა ვლადიმირის III  ხარისხის  ორდენოსნები]]
  [[კატეგორია:სპარსეთის „ლომისა და მზის“ III ხარისხის ორდენოსნები]]
+
  [[კატეგორია:სპარსეთის „მზისა და ლომის“ III ხარისხის ორდენოსნები‏‎ ]]
 
[[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]
 
[[კატეგორია:საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ჭავჭავაძეები]]
 
[[კატეგორია:ჭავჭავაძეები]]

მიმდინარე ცვლილება 22:09, 27 ივნისი 2026 მდგომარეობით

ალექსანდრე ჭავჭავაძე – ქართველი ოფიცერი, რუსეთის რესპუბლიკის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი. კავალერისტი. კავალერიის გენერლის, ზაქარია ჭავჭავაძის (1825-1906) შვილი. ზაქარიას მეუღლე მარიამი, იყო პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი – ალექსანდრეს ვაჟის, დავითის ასული.

ალექსანდრე ჭავჭავაძემ დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და სანკტ-პეტერბურგის პაჟთა კორპუსი.

1890 წლიდან მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში. 1891 წელს მიენიჭა კორნეტის წოდება. 1905 წლის 5 აგვისტოდან პორუჩიკია, 1897 წლის 15 მარტიდან – შტაბს- როტმისტრი, 1901 წლის 15 მარტიდან – როტმისტრი, ხოლო 1910 წლის 26 თებერვლიდან – პოდპოლკოვნიკი.

1898-1900 და 1901-1905 წლებში მსახურობდა მთავარ შტაბში, ხოლო 1905 წლიდან – კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარსარდლის და მეფისნაცვლის ადიუტანტად.

1914 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა კავკასიის ცხენოსანი „ველური დივიზიის“ ჩერქეზთა პოლკის მეთაურად, რომელიც იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. 1915 წლის 19 ივლისს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.

1917 წლის 9 აგვისტოს ინიშნება კავკასიის „ველური დივიზიის“ მე-3 საკავალერიო ბრიგადის მეთაურად. ამ თანამდებობაზე დროებითმა მთავრობამ მიანიჭა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება. კავკასიის ,,ველური დივიზია“ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან სამხედრო ნაწილთაგანი იყო, რომელმაც თებერვლის რევოლუციისა და რუსული არმიების მორალისა და საბრძოლო სულისკვეთების საერთო ხრწნის ფონზე მაინც შეინარჩუნა მაღალი ბრძოლისუნარიანობა, თავდადება და დისციპლინა.

1917 წლის ზაფხულში დროებითი მთავრობის ბრძანებით ,,ველური დივიზია“ კავკასიაში დააბრუნეს.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტში, ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში. გადადგა სამხედრო სამსახურიდან და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისში და აქტიურად ჩაერთო ანტირუსულ და ანტიბოლშევიკურ მოძრაობაში. იგი საქართველოში არალეგალურად მოქმედ ანტირუსულ ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. არაერთხელ იყო დაპატიმრებული ბოლშევიკური რეჟიმის მიერ.

1930 წლის 13 თებერვალს იგი კვლავ დააპატიმრეს ოჯახთან ერთად. ხოლო იმავე წლის 15 ივლისს „კონტრრევოლუციის მიზნით შეიარაღებული აჯანყების მოწყობისა“ და „ჯაშუშობის“ ბრალდებით გაასამართლეს და დახვრიტეს.

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო: წმ. სტანისლავის III და II ხარისხის ორდენით (1912 წ.); წმ. ანას III (მახვილებით და ბაფთით – 1910 წ.) და II (მახვილებით – 1914 წ.) ხარისხის ორდენით; წმ. ვლადიმირის IV (მახვილებით და ბაფთით – 1925 წ.) და III (მახვილებით – 1915 წ.) ხარისხის ორდენით. მიღებული ჰქონდა სპარსეთის ,,ლომისა და მზის“ III ხარისხის ორდენი.


[რედაქტირება] წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები