ნაირაშვილი ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ზურაბ შალვას ძე ნაირაშვილი''' – ( დ. 4 თებერვალი 1941 წ – გ. 31 ოეტომბ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზურაბ ნაირაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „ნაირაშვილი ზურაბ“ გადამ...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 01:11, 29 ივნისი 2026 მდგომარეობით

ზურაბ შალვას ძე ნაირაშვილი – ( დ. 4 თებერვალი 1941 წ – გ. 31 ოეტომბერი 1993), ქართველი გენერალ-მაიორი (1993).

დაიბადა ქალაქ თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის №45 საშუალო სკოლა და შემდგომი ცხოვრება სამხედრო კარიერას მიუძღვნა. 1967 წელს დაამთავრა ნოვოჩერკასკის საშუალო სამხედრო-პოლიტიკური სასწავლებელი და 1975 წელს ოფიცერთა უმაღლესი კურსები ,,ვისტრელ“-ი მოსკოვში.

1967-1970 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში ასეულის მეთაურის მოადგილედ.

1970-1975 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარების დაჯგუფებაში გერმანიაში, ბატალიონის მეთაურის მოადგილედ.

1976-1978 წლებში მსახურობდა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში, პოლკის მეთაურის მოადგილედ.

1978 წელს დაინიშნა შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სასწავლო ცენტრის უფროსად.

შემდგომი სამსახურის გასავლელად 1986 წელს გადმოჰყავთ საქართველოში და 1989 წლამდე მსახურობდა საქართველო სსრ სამხედრო კომისარიატის სისტემაში – ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის სამხედრო კომისრის მოადგილედ – I განყოფილების უფროსად.

1991 წელს გავიდა თადარიგში წლოვანების გამო და აქტიურად ჩაერთო ეროვნულ- განმათავისუფლებელ მოძრაობაში. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თავის თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად შეუდგა ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას. ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანია.

1991-1992 წლებში მსახურობდა ეროვნული გვარდიის მთავარ სამმართველოში სამხედრო კონსულტანტად, მთავარი სამმართველოს საბრძოლო მომზადების განყოფილების უფროსად, ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსად.

1992 წლის აპრილში დაინიშნა ეროვნული გვარდიის (სწრაფი რეაგირების კორპუსის) ძალების სარდლის მოადგილედ.

1992 წლის 12 აგვისტოს მიენიჭა ,,ბრიგადის გენერლის“ სამხედრო წოდება.

1993 წელს ,,ბრიგადის გენერლის“ წოდება შეიცვალა ,,გენერალ-მაიორის“ სამხედრო წოდებით. 1993 წლის მაისში დაინიშნა საქართველოს სამხედრო-საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების სარდლად.

დაიღუპა 1993 წლის 31 ოქტომბერს, ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას, სამეგრელოს რეგიონში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

დაჯილდოებული იყო ,,ვახტანგ გორგასლის,, III ხარისხის ორდენით (1993 წ. სიკვდილის შემდეგ) და მედლებით.

თბილისში, სამგორის რაიონში, 2022 წლიდან არის გენერალ-მაიორ ზურაბ ნაირაშვილის სახელობის ქუჩა.


[რედაქტირება] წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები