ჭუმბურუძე ჯემალ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჭუმბურუძე ჯემალ“ გადაიტანა გვერდზე „ჯემალ ჭუმბურუძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჯემალ ჭუმბურუძე“ გადაიტანა გვერდზე „ჭუმბურუძე ჯემალ“ გადამის...) |
მიმდინარე ცვლილება 16:03, 29 ივნისი 2026 მდგომარეობით
ჯემალ ალექსანდრეს ძე ჭუმბურიძე – ( დ. 5 აგვისტო 1938 – გ. 8 მაისი 2019), ქართველი გენერალ-მაიორი (12.08.1992), გენერალ-ლეიტენანტი (12.12.1999).
დაიბადა ქალაქ თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის №3 საშუალო სკოლა, ხოლო 1962 წელს – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის ფაკულტეტი.
შრომითი საქმიანობა დაიწყო 1962 წელს თბილისის ხიდმშენებელ ტრესტში ინჟინრად.
1971-1972 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მშენებლობის სამინისტროში განყოფილების უფროსად.
1973-1974 წლებში მუშაობდა „მთავარენერგოში“, განყოფილების უფროსად.
1974-1975 წლებში იყო თბილისის სარეზინო-ტექნიკური ნაკეთობების ქარხნის საამქროს უფროსი.
1976-1989 წლებში მუშაობდა საქართველოს „სამხატვრო ფონდის“ კომბინატში მხატვარ- გამფორმებლად.
1989 წლიდან აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი.
1990-1991 წლებში მსახურობდა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, სადაც მიენიჭა გვარდიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
1992-1993 წლებში მსახურობდა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსად. 1992 წლის 12 აგვისტოს მიენიჭა „ბრიგადის გენერლის“ სამხედრო წოდება. 1993 წელს „ბრიგადის გენერლის“ წოდება შეიცვალა „გენერალ-მაიორის“ სამხედრო წოდებით.
1993 წლის მარტში დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ჯარების მშენებლობისა და განთავსების დარგში.
1998-2002 წლებში მსახურობდა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
2002 წლიდან გავიდა თადარიგში.
იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე 1992-1993 წლების რუსეთ- საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებებში.
დაჯილდოებულია ,,ვახტანგ გორგასლის“ II და III ხარისხის ორდენით, აგრეთვე ღირსების ორდენითა და 3 მედლით.
გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.