დუმბაძე თამაზ
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''თამაზ სევერიანეს ძე დუმბაძე''' – 01.1936-2(დ. 1 იანვარი, 1936, [[თბილისი]], — გ. 24 აგვისტო, 2016) , [[ქართველები|ქართველი]] [[ბრიგადის გენერალი]] (გენერალ-მაიორი) (12.08.1992) გენერალ-ლეიტენანტი (19.12.1999) | + | '''თამაზ სევერიანეს ძე დუმბაძე''' – 01.1936-2(დ. 1 იანვარი, 1936, [[თბილისი]], — გ. 24 აგვისტო, 2016), [[ქართველები|ქართველი]] [[ბრიგადის გენერალი]] (გენერალ-მაიორი) (12.08.1992) გენერალ-ლეიტენანტი (19.12.1999) |
დაიბადა ქალაქ თბილისში. | დაიბადა ქალაქ თბილისში. | ||
მიმდინარე ცვლილება 16:04, 29 ივნისი 2026 მდგომარეობით
თამაზ სევერიანეს ძე დუმბაძე – 01.1936-2(დ. 1 იანვარი, 1936, თბილისი, — გ. 24 აგვისტო, 2016), ქართველი ბრიგადის გენერალი (გენერალ-მაიორი) (12.08.1992) გენერალ-ლეიტენანტი (19.12.1999)
დაიბადა ქალაქ თბილისში.
1954 წელს დაამთავრა თბილისის №71 საშუალო სკოლა და 1979 წელს საბჭოთა ვაჭრობის ინსტიტუტი ქალაქ მოსკოვში (დაუსწრებლად).
1954-1989 წლებში მუშაობდა თბილისის No1 სამკერვალო ქარხანაში, სადაც განვლო გრძელი გზა მუშიდან მომარაგების განყოფილების უფროსამდე.
1989 წელს აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში. იყო ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი.
1991-1992 წლებში მსახურობდა ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ.
1992 წლის 24 მაისს დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ზურგის დარგში. ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მიენიჭა ,,გვარდიის პოლკოვნიკის“ სამხედრო წოდება.
1992 წლის 12 აგვისტოს მიენიჭა ,,ბრიგადის გენერლის“ სამხედრო წოდება. თამაზ დუმბაძე არის დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული არმიის პირველი გენერალი.
1993 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გატარებული რეფორმების შესაბამისად, „ბრიგადის გენერლის“ წოდება შეიცვალა ,,გენერალ-მაიორის“ სამხედრო წოდებით.
1994 წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ.
1998-2004 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი.
2004 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან წლოვანების გამო.
აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე 1992-1993 წლების რუსეთ-საქართველოს ომის სამხედრო მოქმედებებში. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების იდენტიფიკაციისა და გადმოსვენების საქმეშიც.
იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი.
,,ვახტანგ გორგასლის“ ორდენის სრული (სამივე ხარისხის) კავალერი. დაჯილდოებული იყო: ,,ვახტანგ გორგასლის“ II ხარისხის ორდენით (1993 წ.), ,,ვახტანგ გორგასლის,, III ხარისხის ორდენით(1995 წ.), ,,ვახტანგ გორგასლის,, I ხარისხის ორდენით (1998 წ.), აგრეთვე მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის“ (1997 წ.).
გარდაიცვალა თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე. ავტორია წიგნისა ,,თქვენს გასაგონად, ბიჭებო“. (თბ., 1999).