შუშანაშვილი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 36: ხაზი 36:
 
[[კატეგორია:საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს იუსტიციის მინისტრები‏‎]]  
 
[[კატეგორია:საქართველოს იუსტიციის მინისტრები‏‎]]  
[[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენოსნები]]
+
[[კატეგორია:შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები‏‎ ]]
 
[[კატეგორია: შუშანაშვილები]]
 
[[კატეგორია: შუშანაშვილები]]

22:58, 30 ივნისი 2026-ის ვერსია

ალექსანდრე შუშანაშვილი

ალექსანდრე შუშანაშვილი – (დ. 23 ივლისი, 1935 — გ. 14 აპრილი, 2000). ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი. იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, იუსტიციის გენერალ-მაიორი

დაიბადა დაბა თიანეთში. 1953 წელს დაამთავრა თიანეთის საშუალო სკოლა, ხოლო 1958 წელს – სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1958 წლიდან კომკავშირულ და პარტიულ სამუშაოზეა. 1958-1961 წლებში მუშაობდა საქართველოს კომკავშირის თიანეთის რაიკომის მეორე მდივნად, შემდეგ – პარტიის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ.

1962-1964 წლებში იურიდიულ მეცნიერებათა საკავშირო ინსტიტუტის ასპირანტია;

1965-1970 წლებში ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას.

1970-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ პროკურატურაში განყოფილების უფროსად, რესპუბლიკის პროკურორის მოადგილედ.

1976-1987 წლებში ეკავა საქართველოს სსრ პროკურორის მოადგილისა და იუსტიციის მინისტრის თანამდებობები.

1987-1990 წლებში ეწეოდა მეცნიერულ მოღვაწეობას სამართლის ინსტიტუტის კვლევით ცენტრში.

1990-1991 წლებში აქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატია. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

1990-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილედ, ხოლო 1992-1994 წლების პერიოდში – საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურორად – გენერალური პროკურორის მოადგილედ

1994-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სასწავლო ცენტრის უფროსად. არჩეული იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მინიჭებული ჰქონდა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

გარდაიცვალა 2000 წლის 14 აპრილს. დაკრძალულია თბილისში.

მიღებული აქვს ,,შრომის წითელი დროშის“ ორდენი (სსრკ).


წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები